29 ივნისს არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრისა და დუბაის შეიხის მოჰამედის ცოლი ქვეყნიდან გაიქცა და გერმანიის მთავრობას სთხოვა თავშესაფარი. ქალს სურს, გაეყაროს ქმარს და ევროპაში დარჩეს საცხოვრებლად.
45 წლის პრინცესა ჰაია შვილებთან - 11 წლის ქალიშვილსა და 7 წლის ვაჟთან ერთად წავიდა ქვეყნიდან. თან წაიღო 39 მლნ დოლარი.
არაბულ მასმედიაში რა ხანია მსჯელობდნენ, რომ რაღაც ვერ იყო პრემიერის ოჯახში. პრინცესა თებერვლის მერე არ გამოჩენილა საზოგადოებაში. ახლა გერმანიის ტერიტორიაზე იმალება. ამბობენ, რომ შეიხმა უკვე მიმართა ბერლინს მოთხოვნით, გადასცეს ცოლ-შვილი, თუმცა გერმანიაში მას ამაზე უარი უთხრეს. ამბობენ, რომ ამ ამბავს სერიოზული დიპლომატიური კრიზისი მოჰყვა გერმანიასა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის.