რაში ამხელს ანჯელინა ჯოლის ყოფილი ძიძა - მშობლები

რაში ამხელს ანჯელინა ჯოლის ყოფილი ძიძა

2019-06-30 17:07:22+04:00

ანჯელინა ჯოლი ის დედაა, რომელიც მსოფლიოს საჭორაო თემას არ გამოულევს. მის შვილებს ხშირად საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლით ხედავენ, ბავშვები სკოლაშიც არ დადიან. გავრცელდა ჭორი, რომ 13 წლის შაილო ჯოლი-პიტი დედის ნებართვით ჰორმონებს იღებს და სქესის შეცვლისთვის ემზადება. ცოტა ხნის წინ კი ანჯელინას საეჭვო აღზრდის მეთოდებზე მისმა ყოფილმა ძიძამაც ისაუბრა.
ის ვინაობას არ ამხელს და ყვება, თუ როგორ ცხოვრობდა ცნობილი წყვილის ოჯახში სწორედ იმ დროს, როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს გაეყარა.

როგორც ძიძა ამბობს, წყვილთან მუშაობა ძალიან რთული იყო. მათ შვილებს ყოფილი აღმზრდელი "ველურებად" მოიხსენიებს, რომლებსაც ანჯელინა თითქმის არაფერში ეწინააღმდეგება და ამით თავი იდეალური დედა ჰგონია. მისივე თქმით, ადრე შვილებზე ბრედ პიტს ჰქონდა დადებითი გავლენა, მისი წასვლის შემდეგ კი ბავშვები "სულ წავიდნენ ხელიდან". მათთვის არც რეჟიმი არსებობს, მუდმივად "ფასტ ფუდით" იკვებებიან და მეცადინეობის ნაცვლად სულ გართობით არიან დაკავებულნი.

ყოფილმა ძიძამ ისიც აღიარა, რომ დაუნახავს, როგორ აგემოვნებდნენ ბავშვები ალკოჰოლს. ამის გამო ბრედ პიტი წყობილებიდან გამოდიოდა, სამაგიეროდ დედა ენჯი ამ ამბავში ვერაფერ აღმაშფოთებელს ვერ ხედავდა. მათთან ერთადაც გადაუკრავს ხოლმეო, აცხადებს ყოფილი ძიძა. ეს ყველაფერი არ არის - ანჯელინა თურმე ბავშვებს ეროტიულ და საშინელებათა ჟანრის ფილმების ყურებასაც არ უშლის.

mshoblebi

უმცროს ტყუპს, ვივიენსა და ნოკსის ასეთი რამეები ჯერ არ აინტერესებთ, სამაგიეროდ დღე და ღამ კომპიუტერულ თამაშებში არიან თავჩარგულები ან პირდაპირ კედლებზე ხატავენ.