არის სათამაშოები, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ბავშვებში და საყვარელ საჩუქრადაც მიიჩნევა პატარებისთვის. ერთ-ერთი ასეთია ბარბი ყველა გოგონასთვის და "ჰოთვილსის" მანქანა - ყველა ბიჭისთვის. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გაიგებთ, რომ ეს საყოველთაო რჩეულები ერთი ბრენდის - "მატელის" პროდუქციაა და ალბათ ამიტომაა, რომ უკვე წლებია, გამოირჩევა სხვათაგან ხარისხითა და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვით. "მატელი" ამერიკული მძლავრი კომპანიაა, რომელიც სათამაშოებს აწარმოებს და ჯერ კიდევ 1945 წლიდან არსებობს. სწორედ ხარისხით და მოწინავე იდეებით ინარჩუნებს ამდენი წლის განმავლობაში ლიდერის პოზიციას.
„Hot Wheels“-ის შექმნის ორიგინალური იდეა თავად „მატელის“ ბრენდის დამფუძნებელს ელიოტ ჰენდლერს ეკუთვნის.
მისმა მეუღლემ რუთმა შექმნა გოგონებისთვის ყველაზე საყვარელი სათამაშო ბარბის თოჯინა. ელიოტს კი სურდა, ბიჭებისთვისაც შეექმნა რაღაც სწორედ ასეთი, ყველაზე საყვარელი და სასურველი. ბიჭებს კი რა უყვართ ყველაზე მეტად, სულ პაწაწინა ასაკიდან? - რა თქმა უნდა, მანქანები. ჰოდა, იდეაც ის იყო, რომ „მანქანებით თამაშის“ პროცესი კიდევ უფრო მხიარული და აზარტული გაეხადათ.
როდესაც ერთ-ერთი საცდელი მანქანის ნიმუშის დიზაინი იხილა და იატაკზე მისი სწრაფი მოძრაობაც დაინახა, ჰენდლერმა თურმე აღფრთოვანებულმა წამოიძახა: „ისეთი სწრაფია, თითქოს ბორბლებს ცეცხლი უკიდია!!!" სწორედ აქედან მოდის ბრენდის სახელწოდება: „Hot Wheels“ - ცხელი ბორბლები.
„Hot Wheels“-ის მანქანების პირველი 16 მოდელი, რომლებიც „Original Sweet 16“ სახელწოდებით არის ცნობილი, ჯერ კიდევ 1968 წელს გამოჩნდა ბაზარზე.
ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე კომპანიამ 20,000 სხვადასხვა მოდელი შექმნა და ამჟამად, 130-ზე მეტი ახალი მოდელი იქმნება ყოველწლიურად. კომპანიაში სპეციალური გუნდია გამოყოფილი, რომელიც რეალურ მანქანებს მინიატურულ ზომაში გარდაქმნიან და სრულიად ახალ მოდელებს ქმნიან.
„Hot Wheels“-ის სლოგანი ასეთია: „მომდევნო 50 წელი კიდევ უფრო ცხელი უნდა იყოს!!!“
ლეგენდარული “Hot wheels”-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში სათამაშოების მაღაზია "პეპელაა".
მაღაზიათ ქსელში 15 ივნისიდან დაიწყო Hot wheels-ის აქცია 3+1, რომელიც გაგრძელდება 15 აგვისტოს ჩათვლით.
მომხმარებელს შეეძლება 4 მანქანა შეიძინოს სამის ფასად!