ეს გოგონა, მარგარიტა, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქმარმა ხელი მოაჭრა. ეს ამბავი ორი წლის წინ მოხდა რუსეთში. ახლა იგი ცხოვრებას თავიდან სწავლობს.
რამდენიმე დღის წიმ გოგონამ მონაწილეობა მიიღო საკმაოდ გულახდილ ფოტოსესიაში და საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ სოციალურ ქსელში ისაუბრა:
"გოგონასგან, რომელსაც არასდროს ჰქონია რამე ნაკლი (თუ არ ჩავთვლით ხანდახან შუბლზე გამომხტარ მუწუკს), გადავიქეცი ადამიანად, რომელსაც არ აქვს ხელი და საშინელი იარები "ამშვენებს" მარცხენა ხელსა და ფეხზე. სიმართლე გითხრათ, ასეთ მდგომარეობაში მყოფ საკუთარ თავს ბოლომდე ვერ ვეგუები. ძალიან ძნელია. უზომოდ მაღიზიანებს შეშუპებული და გალურჯებული მარცხენა ხელი, ნაიარევი ფეხი და შავი პროთეზი მარჯვენა ხელზე. მაგრამ სექსუალობა მარტო გერეგანი სახე ხომ არ არის - გრძელი ფეხები, ლამაზი თმა, ხალი პიკანტურ ადგილას. სექსუალობა ადამიანშია, სადღაც არის დაფარული, ეს შინაგანი განწყობაა", - წერს გოგონა.
...მარგარიტა 2012 წელს გათხოვდა. ეყოლა ორი შვილი. 2017 წლის ზაფხულისთვის წყვილის ერთობლივი ცხოვრება აუტანელი გახდა. გოგონამ გადაწყვიტა, რომ ასე გაგარძელება აღარ შეიძლებოდა და ქმართან გაშორება გადაწყვიტა.
ამის შემდეგ მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა.
- როდესაც ჩემმა ქმარმა გაიგო, რომ განქორწინების თაობაზე განცხადება ოფიციალურად შევიტანე გადაირია, მცემა, მთელი ტანსაცმელი და კოსმეტიკა გამინადგურა.
რაღაც მომენტში მამაკაცმა დათმო პოზიცია, სახლიდანაც კი წავიდა და მხოლოდ ბავშვებთან ურთიერთობდა. თუმცა შემდეგ მეუღლე იძულებით წაიყვანა ტყეში და დანით ემუქრებოდა. გოგონამ ქმარს პოლიციაში უჩივლა, თუმცა საჩივარს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ერთი თვის შემდეგ კი მარგარიტას ნამდვილი კოშმარი გადახდა თავს - ქმარმა ცოლს მარჯვენა ხელის მტევანი მოკვეთა და შემდეგ თავადვე მიიყვანა საავადმყოფოში.
"ეს, ისევე როგორც ნაჯახის ყიდვა, წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ასევე პოლიციაში გამოცხადება და დანაშაულის აღიარება. ამით მას სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა. ეს მაშინებს ყველაზე მეტად, ასეთი რამ ჰქონდა დაგეგმილი და ბავშვებს ეფერებოდა და ისე ცოხვრობდა, თითქოს არაფერი ხდებოდა", - ყვება გოგონა.
საავადმყოფოში დაზარალებულს ოპერაცია ჩაუტარდა, მარცხენა ხელის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა მარჯვენა ხელზე მარგარიტას ახლა შავი პროთეზი აქვს.
სასამართლომ სადისტ ქმარს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
"ეს ადამიანი სამუდამოდ წავშალე ჩემი მეხსიერებიდან, მისი ადგილი იქ უბრალოდ არ არის, მის მიმართ არაფერს ვგრძნობ, არც სიძულვილს და რაც წყენას" - ამბობს გოგონა და მომავლის იმედს არ კარგავს.