როდესაც ადამიანი პოპულარულია, მას გამუდმებით აკვირდებიან. ხოლო, როცა მთელი ოჯახი ცნობილია, მათ ნებისმიერ ნაბიჯს საზოგადოება მიკროსკოპით უყურებს და უფრო მეტად კრიტიკულია.
სწორედ ასეთი ადამიანები პერიოდულად ამოიჩემებენ ხოლმე დევიდ და ვიქტორია ბექჰემებს, შვილებთან ერთად.
ცოტა ხნის წინ დევიდი მსოფლიო თასის ქალთა მატჩზე თავის გოგონასთან, ჰარპერ ბექჰემთან ერთად გამოჩნდა. საფეხბურთო მატჩი ნორვეგიასა და ინგლისს შორის იმართებოდა.
მამა გოგონასთან ერთად შესანიშნავად ატარებდა დროს. რა თქმა უნდა, ფოტოგრაფებმა მათი ყოველი ნაბიჯი დააფიქსირეს.
ერთ-ერთ მათგანზე ჩანს, როგორ კოცნის შვილს ტუჩებში. ფოტოს გამოჩენისთანავე, სოციალურ ქსელში განხილვა და კამათი დაიწყო. ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს ზედმეტი იყო და მამასა და შვილს მსგავსი დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეთ.
ბექჰემმა არაერთხელ განმარტა, რომ მათ ოჯახში ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვთ ბავშვებისადმი და მსგავსი ჟესტი - ნორმალურია.
ვიქტორია და დევიდი ბავშვებისადმი ძალიან დიდი მზრუნველობით გამოირჩევიან. განსაკუთრებით, პატარა ჰარპერთან.
ბექჰემის გულშემატკივრები მზად არიან ნებისმიერ სიტუაციაში დაიცვან ის. მაშინაც კი, როდესაც ვიქტორიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ დევიდი ჰარპერთან ერთად იჯდა საჭესთან და აშკარად არღვევდა მოძრაობის წესებს. გულშემატკივრებმა თქვეს, რომ ძალიან ბევრი იქცევა ისე და მოეწონათ კიდეც.
ფაქტია, საკმაოდ შეკრული ოჯახი აქვთ და დევიდი და ვიქტორია ამაყობენ თავიანთი იდეალური ურთიერთობებით.