სახლში პატარა ბავშვის გაჩენისთანავე დალაგება დასუფთავების განუწყვეტელი პროცესი იწყება. ბავშვები იზრდებიან, დახოხავენ, ყველაფერს პირში იდებენ და მშობლებიც უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალურად ამკაცრებენ, იწყებენ ყველაფრის ქიმიური საშუალებებით რეცხვასა და წმენდას. ამ დროს კი საკითხს თუ მეორე მხრიდან შეხედავთ საფრთხეები შემცირების ნაცვლად შეიძლება გაიზარდოს კიდეც. ქიმიური საშუალებები ხშირად რჩება ზედაპირზე და მათ ბავშვზე შეიძლება იმაზე მავნე ზეგავლენა მოახდინონ, ვიდრე იმ ბაქტერიებმა, რომელსაც აღნიშნული საშუალებებით ებრძვით. თვალებისა და კანის გაღიზიანება, სასუნთქი გზების პრობლემები, ალერგია - ეს ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელსაც ქიმიური საშუალებები იწვევს.
ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო მხოლოდ იმას არ ნიშნავს, მას წვეტიანი და პატარა ნივთები მოვაშოროთ. არანაკლები საფრთხისშემცველია როგორც დახრურული სივრცის, ისე გარე ჰაერისა და გარემოს დაბინძურება. გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ზიანის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებს შორის ერთი პუნქტი სწორედ ქიმიურ საშუალებებს უკავია. მონაცემები კი ასეთია:
ჰაერის დაბინძურება, მეორადი მწეველობა, დაბინძურებული წყალი და ანტისანიტარია - ამ მიზეზებით მსოფლიო მასშტაბით 1,7 მილიონი 5 წლამდე ბავშვები იღუპება. ბავშვებში ასთმის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შიდა და გარე დაბინძურებაა. ყოველწლიურად 570 000 ბავშვი იღუპება რესპირატორული დაავადებებით, რომელსაც შიდა და გარე ჰაერის დაბინძურება იწვევს. უნებლიე მოწამვლით 23 000 ბავშვი იღუპება ყოველწლიურად. ძირითად მომწამვლელად კი გვევილინება ხოლმე საოჯახო ქიმიური საშუალებები, წამლები, საწვავი... მოწამვლა კი მხოლოდ ქიმიური საშუალებების დალევით არ ხდება. მომწმავლელია მათი ჩასუნთქვაც. ტყვია, რომელიც შიდა და გარე სივრცეში ხშირად ხვდება ბავშვს, ერთ-ერთი ყველაზე მავნე ქიმიური ნივთიერებაა და ნერვული სისტემისა და ტვინის ადეკვატურ განვითარებას უშლის ხელს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ცალსახა ხდება თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დახურულ სივრცეში უსაფრთხო გარემოს შექმნას. დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ქიმიური საშუალებების შერჩევას, რომელსაც სახლის დასუფთავებისთვის იყენებთ და დასუფთავებით გარემო მეტი საფრთხისშემცველი არ უნდა გახადოთ. ეს ნებისმიერი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ბავშვიანი ოჯახებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი, თუ რომელ ქიმიურ საშუალებებს გამოვიყენებთ. შერჩევის კრიტერიუმებზე კი საწმენდი საშუალებების გერმანული მწარმოებლის "ფროშის" წარმომადგენელი სოფო ჩადუნელი გვესაუბრება:
მაგალითად, "ფროშის" შეფუთვაზე მოცემულია 9 ეკო ნიშანი, რომლებიც გვამცნობენ, რომ პროდუქცია შეიცავს მცენარეულ ინგრედიენტებს, როგორიცაა ალოე ვერა, ლავანდა, ფორთოხალი, ლიმონი და სხვა; აქვს სწრაფად ბიოდეგრადირებადი შეფუთვა, რომელიც 4-5 თვეში იშლება; ანტიალერგიულია; არ შეცავს ფოსფატებს, ბორატებს, ფორმალდეჰიდს, ჰალოგენურ ნაერთებს და სხვა; სწორედ ამიტომ არის "ფროში" როგორც გერმანიაში, ასევე სხვა განვითარებულ ქვეყნებში ნომერი პირველი ბრენდი და შეუცვლელი პროდუქცია ბავშვიანი ოჯახებისათვის.
თანამედროვე სამყაროში ჯანმრთელობის შენარჩუნება საკმაოდ რთულია. უამრავი გარემო ფაქტორი ასუსტებს ადამიანის იმუნიტეტს და სხვადასხვა მიმართულებით უქმნის პრობლემას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების მქონე ფაქტორები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ერთ-ერთი ასეთი კი სწორედ მავნე ქიმიური საშუალებებისგან თავის დაცვაა. ეს რთული ნამდვილად არაა. უბრალოდ აუცილებელია, რომ კარგად გაეცნოთ პროდუქციის მწარმოებელს, მის ღირებულებებს და თავად პროდუქტის შემადგენლობას.