გადაცემა "მთავარი ექიმი" აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ცნობილი მუსიკოსი, ხმის რეჟისორი, გიორგი გვარჯალაძე თავის უფროს ქალიშვილიზე ლენოზე საუბრობს და მასთან გატარებულ ბოლო დღეს იხსენებს.
როგორც გიორგი ჰყვება, მას შვილთან არაჩვეულებრივი, მამაშვილური და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა გარდატეხის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა... როგორც ცნობილია, მე-9 კლასელმა ლენომ ცოტა ხნის წინ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე...
"ძალიან რთული იყო ლენო, იმიტომ რომ იყო განსხვავებული. ჩვეულებრივი, მიღებული წესებით მასთან ურთიერთობა არ გამოდიოდა. ვერ შევთანხმდით რაღაცებზე, ღამე სახლიდან გასვლებზე, ტელეფონის გამორთვაზე...
ბოლოს მაგრად ვიჩხუბეთ. მე წამოვედი სტუდიაში. სახლიდან გამოსვლის წინ უნდა ჩავეხუტო ყველას, ვაკოცო. გასვლის წინ ნინის ჩავეხუტე, ლულუს... ისე მინდოდა წესის დარღვევა და ლენოს ჩახუტება. მინდოდა მეთქვა, ნუ გეშინია, მა, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ მალე გადავლახავთ ამ ერთ-ორ კრიზისულ წელს... ვერ მოვითმინე და მის მაგივრად ნინის ჩავეხუტე მეორედ...
ლენოს ჰქონდა სუიციდური მიდრეკილებები. მეც მქონდა ბავშვობაში და გადარჩენილი ვარ. მე მეგონა, რომ ვერ იზამს, მე ხომ ვერ ვქენი და მართლა არ გადახტა?!".