"უარი თქვან სამეფო კარზე და თავიც თვითონ ირჩინონ" - მეგანმა და ჰარიმ შვილის ნათლიის არჩევისას მთელი ბრიტანეთი გადაიკიდეს
"უარი თქვან სამეფო კარზე და თავიც თვითონ ირჩინონ" - მეგანმა და ჰარიმ შვილის ნათლიის არჩევისას მთელი ბრიტანეთი გადაიკიდეს
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ნებისმიერი ოჯახური წვრილმანისგან ახერხებენ მსოფლიოს ალაპარაკებას. ხმაურიანი ქორწინების, ორსულობის და მშობიარობის შემდეგ ამჯერად ბავშვის ნათლობა გახდა აურზაურის მიზეზი. პატარა მემკვიდრის ნათლობას და მათი ნათლიების დასახელებას ბრიტანელები ყოველთვის მოუთმენლად ელიან. პატარა არჩის 6 ივლისს ნათლავენ, მისი ნათლიების შესახებ კი ჯერ არავის არაფერი სმენია.
საზოგადოება იმაზე ღელავს, რომ სავარაუდოდ, წყვილმა ნათლიებად არა ცნობილი და სამეფო კარის საკადრისი პიროვნებები , არამედ ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიანები შეარჩია თავიანთი სამეგობროდან. წყვილს
იმის უფლებაც აქვს, საიდუმლოდ დატოვოს ნათლიების ვინაობა და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას იმ ფაქტს, რომ არჩის ცხოვრების დეტალები არ იქნება ყველასთვის საჯარო და ხელმისაწვდომი. მითუმეტეს, სამეფო კარის პრეს-სამსახურმა უკვე განაცხადა, რომ ნათლობაზე ფოტოსესიები არ გაიმართება.
ბრიტანელები აღშფოთებას ვერ მალავენ - უკმაყოფილებას გამოთქვამენ პრესის, ტელევიზიის, პირადი ბლოგებისა თუ სოციალურ ქსელის საშუალებით და ცდილობენ გაარკვიონ, აქვთ კი ჰარისა და მეგანს ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტის დამალვის უფლება საკუთარი ხალხისგან, რომელიც ამხელა გადასახადებს უხდით.
"თუ პირადი ცხოვრების გასაჯაროვება არ სურთ, უარი თქვან სამეფო კარზე და თავიც საკუთარი შემოსავლით ირჩინონ" - ასეთია ბრიტანელების არგუმენტი.

alt"მე კეიტი არ ვარ" - მეგან მარკლი კიდევ ერთ ტრადიციას არღვევს


20380
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
0
უბრალოდ არავის არ სცემს პატივს ესაა და ეს
19:46 / 06-07-2019
mari
0
ლამაზია ,მაგრამ უჯიშო
21:55 / 05-07-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```