1973 ფსიქოლოგმა დევიდ როზენჰანმა გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვედრის შემთხვევაში 2-3 დღეში შეძლებდა იქიდან თავის დაღწევას მარტივად, დაუმტკიცებდა რა ყველას, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, თუმცა ექსპერიმენტის შედეგები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
ფსიქიატრთან ვიზიტისას ფსევდოპაციენტები ამტკიცებდნენ, რომ მათ ესმოდათ უცნაური ხმები, და მხოლოდ სამი სიტყვა: "ცარიელი", "სავსე"და "კაკუნი". ეს სიტყვები შემთხვევით არ ყოფილა შერჩეული. აღნიშნული სიტყვები კრიზისს გამოხატავდა და ფსიქოზს. ფსევდოპაციენტები უკმაყოფილოები არაფრით იყვნენ.
მათ მიაღწიეს მიზანს და მოხვდნენ აშშ-ის სხვადასხვა ფსიქიატრიულ კლინიკებში, სადაც იქცეოდნენ აბსოლუტურად ჩვეულებრივად, ადგილი არ ჰქონია არანაირ იმიტაციას და სიმულაციას. ექსპერიმენტის შემდეგ ამოღებულ ჩანაწერებში პერსონალის მიერ ეს პაციენტები ხასიათდებოდნენ მეგობრულ და გულისხმიერ ადამიანებად.
ექსპერიმენტის პირობაში გაწერილი იყო, რომ მონაწილეებს კლინიკიდან თავი დამუკიდებლად უნდა დაეღწიათ, თუმცა ფორმსაჟორული სიტუაციისთვის მათ თან ჰქონდათ იურისტის ტელეფონის ნომერი, რომელსაც დაუკავშირდებოდნენ და სთხოვდნენ დახმარებას.
პაციენტებს აძლევდნენ უამრავ მედიკამენტს, რომელსაც ისინი, როგორც სხვა დანარჩენი პაციენტი, უნიტაზში რეცხავდნენ.
როზენჰანმა და მისმა კოლეგებმა აღიარეს, რომ კლინიკაში ისინი განიცდიდნენ სევდას და ჰქონდათ შეგრძნება, რომ დაკარგეს საკუთარი თავი. პერსონალი პაციენტებს ისე ექცეოდა, როგორც უსულო ნივთებს. მათ ნათქვამს სერიოზულად არავინ აღიქვამდა, მათი ნებისმიერი მოქმედება კი განიხილებოდა, როგორც შეტევა. როზენჰამი სულაც არ აპირებდა კლინიკაში დიდი დროის გატარებას, თუმცა მან ამის გაკონტროლება ვერ შეძლო.
"ოჯახის წევრებს და მეგობრებს დავუბარე, რომ კლინიკაში რამდენიმე დღე დავრჩებოდი, რას წარმოვიდგენდი, რომ ეს რამდენიმე დღე ორი თვე გაგრძელდებოდა. საავადმყოფოდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა ექიმებისთვის ყველაფერზე თავის ქნევა და თანხმობა იყო. ისინი განუწყვეტლივ მიმტკიცებდნენ, რომ შეშლილი ვიყავი, და მეც უნდა მეღიარებინა, დიახ, მე შეშლილი ვარ, თუმცა ახლა თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ. მხოლოდ ამ საქციელის წყალობით მოვახერხე საავადმყოფოდან თავის დაღწევა".
ამ ექსპერიმენტის შედეგად როზენჰანმა დადო დასკვნა, რომ ფსიქიატრიულ დიაგნოსტიკაში უდიდეს როლს თამაშობს სტიგმატიზაცია. თუ პაციენტს აქვს სტიგმა, რომ ის არის შეზოფრენიკი, ამ სტიგმას ვეღარაფერი შეცვლის.
მოგვიანებით კიდევ ჩატარდა მსგავსი კვლევები, თუმცა შედეგი იდენტური იყო. სამართლიანია თუ არა კრიტიკა, არ ვიცით, თუმცა ფაქტია, ექიმებმა ვერ გაარჩიეს ჯანმრთელი და ავადმყოფი პაციენტები.
ადამიანებზე ჩატარებული ყველაზე არაადამიანური ექსპერიმენტები - სადამდე მიდის ფანტაზია?