წლინახევრის ანამარია, რომელიც მეზობლის აივნიდან გადავარდა, გარდაიცვალა. ის იაშვილის სახელობის კლინიკაში 13 ივნისს უკიდურესად მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს.
ექიმების თქმით, ბავშვი საავადმყოფოში შუბლის ხაზოვანი მოტეხილობით, ტვინის შეშუპებითა და სისხლჩაქცევებით მოხვდა და შეყვანისას უკვე კომაში იყო. ამიტომ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გოგონა მეზობლის ბავშვის დაბადების დღეზე იყო, რა დროსაც სათამაშო მანქანით უმოაჯირო აივნიდან გადავარდა.