19 წლის თათია სუყვაშვილმა 20 ივნისს კახის რაიონში იმშობიარა და მას შემდეგ, 13 დღეა კომაშია. გოგონა ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. ის ჰერეთში დაიბადა და გაიზარდა, აზერბაიჯანის მოქალაქეა და ჯანმრთელობის დაზღვევა არ აქვს. მკურნალობისთვის კი დიდი თანხა სჭირდება.
თათიას მეუღლე, გიორგი ასლამაზაშვილი ამბობს:
-20 ივნისს, კახის რაიონში, მშობირობის შემდეგ აღმოჩნდა ჩემი მეუღლე ამ მდგომარეობაში. მანამდე არანაირი გართულება ან პრობლემა არ ჰქონია. მშობიარობის მერე დაეწყო კრუნჩხვები და კომაში ჩავარდა. ექიმები ამბობენ, დრო სჭირდებაო. ამ დროს ფული სჭირდება და მაგდენი საშუალება ჩვენ არ გვაქვს. არ ვიცი, რა გავაკეთო. ჯანდაცვის სამინისტროში გავაგზავნეთ დაფინანსებაზე მოთხოვნა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
,,პაციენტი მელოგინეა და მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ წუთას მისი სტატუსია სტაბილურად მძიმე. ის არ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, ვერ სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და ასეთ შემთხვევაში, თანხის გადახდა პაციენტს უწევს. ჩვენთან შემოსვლისას უკვე მძიმე მდგომარეობაში იყო. "- ამბობენ ღუდუშაურის კლინიკაში.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშზე შეგიძლიათ:
GE66BG0000000736634500. საქართველოს ბანკი
მიმღები დიანა ბალიაშვილი