26 მაისს ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე წასულ მეცხრე კლასს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. 16 წლის გოგონა სოფი ბერძენიშვილი გურგენიანის ჩანჩქერზე ბანაობისას მდინარის სწრაფმა დინებამ წაიღო... დაიწყო ძებნა, მაგრამ სამწუხაროდ, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერდა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დაწყებულია, ოჯახს საქმესთან დაკაშირებით ჯერ კიდევ აქვს პასუხგაუცემელი კითხვები.
დღეს ამ ტრაგედიიდან უკვე 40 დღე გავიდა. დღეს, სოფის ორმოცია და სწორედ ამ სიტყვებით იწყებს სტატუსს მისი და ჟურნალისტი და სალომე ბარკერი:
„სოფის ორმოცი” - ძალიან უცნაური სიტყვებია, არაფერი საერთო რეალობასთან არ აქვს. სამაგიეროდ ძალიან რეალურია შეგრძნება, რომ სულ აქ არის და აი, ცოტა ხანში მომწერს “რაშვებიი?” და მერე უცბად გადააკეთებს “კიარადა, რას შვრები?”
სოფის დედა, ლანა ნიკოლაიშვილი პოსტებს მაშინ წერს, როცა ტკვილს ვეღარ იტევს და შვილის მონატრება სუნთქვას უკრავს. როგორც თავადვე აღნიშნა, სოფის გარდაცვალების შემდეგ ხატვა დაიწყო, უკვე 16 ნახატი აქვს შექმნილი, თუმცა სკვინჩა ყველაზე მეტად მიესადაგება სოფის:
„ჩემო სკვინჩავ, დედაშენს ფუნჯი რომ არასოდეს აუღია ხელში,ეს 40 დღე შენთვის ხატავდა. 16 ნახატი გაჩუქე დეო, ეს კი განსაკუთრებულად შენია... სკვინჩაა დე, ნეტა თუ იცოდი ამ ჩიტის სახელმოზიარე რომ მყავდი... დღეს უნდა გამიფრინდე ჩემო სკვინჩავ ...დღეს უნდა დამტოვო. თან მწყინს, თან შენს შვებაზე და ხსნაზე ვფიქრობ, ასე მგონია იმ დასაქცევ წყალში ხარ და იტანჯები, დე... დღეს იქნებ გათავისუფლდე, დეე... იქნებ რომელიმე ჩიტად მომიფრინდე, თუნდაც სკვინჩად, დეოოო...“
თეკლა ჟვანია