ნუკი კოშკელიშვილი ამჟამად საქართველოში იმყოფება და "ინსტაგრამზე" ლაივებითაც გვანებივრებს. ცოტა ხნის წინ მან "ინსტაგრამის" ლაივში დასმულ შეკითხვებს ღიად უპასუხა. როგორც აღმოჩნდა, ბევრს აინტერესებდა ისეთი დეტალები, რაზეც მას გადაცემებშიც არ უსაუბრია.
ლაივის დასაწყისში ნუკის ჰკითხეს, რატომ ჩამოვიდა საქართველოში ქმრის გარეშე და ურთიერთობაში რამე პრობლემა ხომ არ აქვთ. რაზეც ტელეწამყვანმა უპასუხა, რომ ბენი სამსახურიდან გამომდინარე ამერიკაში დარჩა და რამდენიმე დღეში ჩამოვიდოდა. იმ მომენტში სახალისო სიტუაცია შეიქმნა, რადგან ბენმა ნუკის ლაივი ნახა და დაუკომენტარა: "ლამაზი გოგო ხარ" რაზეც ნუკიმ სიცილით უპასუხა:
"ბენ, სამუშაოს დაუბრუნდი, ძალიან მიყვარხარ".
"ჩემი და ბენის დაშორების შესახებ ჭორები აგორდა. შეიძლება 4-7 წელი კრიტიკულად ითვლება და იმიტომ. 4 წელია ერთად ვართ და ალბათ გვიწინასწარმეტყველეს, მაგრამ არ ვშორდებით. სპეციალურად ჩამოვედი ბენზე ადრე, რომ თავი მოვიწესრიგო, თმა, ფრჩხილები და ლამაზად გავატაროთ ზაფხული."
ახლა კი გთავაზობთ კითხვა-პასუხს. აი, რა აინტერესებდათ ქალბატონებს და არამხოლოდ მათ.
ხელზე ტატუ რომ გაქვს რა გაწერია? - ივრითულად მაწერია ჩემი სახელი - ნუკი. ნუკი, რომელ სათვალეს გვირჩევ ხარისხიანი შუშა რომ ჰქონდეს? - იაფიან სათვალეს ვყიდულობ და შემდეგ მივდივარ, ხარისხიან შუშას ვუსვამ და ვუცვლი. ტუჩები გაკეთებული გაქვს თუ არა? - ზედა ტუჩი მარჯვენა მხარე მაქვს გაკეთებული, მაგრამ ახლა გაიწოვა და აღარ მაქვს. აღარ გამიკეთებია, რადგან ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს და არ შეიძლება. რომელ შილაკს იკეთებ ხოლმე? - შილაკს არა, გელს ვიკეთებ. როდის ბრუნდები ამერიკაში? - აგვისტოს ბოლოს. განაგრძეთ კითხვა