უკრაინული ტელეარხის "1+1" -ის ეთერში ვოკალური კონკურსის სუპერფინალი გაიმართა და უკრაინული საბავშვო "ვოისის" გამარჯვებული 12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი გახდა.
სიმღერა, რომელიც ალექსანდრემ ფინალში იმღერა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც, სელენ დიონის All By Myself გახლავთ.
იხილეთ საფინალო სიმღერა და სრული ტიუმფი
Video ალექსანდრე ზაზარაშვილის საფინალო სიმღერა უკრაინულ შოუში, რომელმაც საბოლოო გამარჯვება მოუტანა
გარდა პროექტში გამარჯვებისა, ალექსანდრე ზაზარაშვილმა პარიზის დისნეილენდში გასამგზავრელად ორკაციანი საგზური მოიპოვა.
უკრაინელებმა კონკურსის მეხუთე სეზონის გამარჯვეული სატელეფონო ზარებითა და "სმს" შეტყობინების გზით გამოავლინეს.
ჩვენც ვულოცავთ ალექსანდრეს ამ გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ.