"ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი იყო" - ჯაბა ბოჯგუას ბებია, რომელიც კომაში ჩავარდნილი შვილიშვილისთვის ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა, ავარიის დროს დაიღუპა
"ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი იყო" - ჯაბა ბოჯგუას ბებია, რომელიც კომაში ჩავარდნილი შვილიშვილისთვის ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა, ავარიის დროს დაიღუპა
მომ­ღე­რალ ჯაბა ბოჯ­გუ­ას ბე­ბია, რო­მე­ლიც ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი იყო, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, დღეს დი­ლით სა­ა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. 83 წლის მო­ხუცს ავ­ტო­მან­ქა­ნა ორი დღის წინ, მუ­ხი­ან­ში და­ე­ჯა­ხა. მო­ხუ­ცი გა­და­სას­ვლელ­ზე გა­და­დი­ო­და, რა დრო­საც შემ­თხვე­ვა მოხ­და და ქალი მძი­მედ და­შავ­და. მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბი ძა­ლი­ან მძი­მე იყო და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

AMBEBI.GE ჯაბა ბოჯ­გუ­ას დე­დას, მა­ნა­ნა გვა­სა­ლი­ას და­უ­კავ­შირ­და. მისი თქმით, 85 წლის მო­ხუ­ცი ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი იყო და კო­მა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის მოვ­ლის­თვის სა­ჭი­რო
თან­ხის მოგ­რო­ვე­ბას ცდი­ლობ­და. მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნილ ბოჯ­გუ­ებს ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ.

“გუ­შინ­წინ დი­ლით მოხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა. გზა­ზე გა­და­დი­ო­და და მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას არ გაჰ­ყვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მე და­მი­რე­კეს და სახ­ლში მო­ვიყ­ვა­ნე. ერთ სა­ათ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და გა­და­ვიყ­ვა­ნეთ ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ­ში. ბარ­ძა­ყი ჰქონ­და მო­ტე­ხი­ლი და ოპე­რა­ცია უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა მი­დი­ო­და ორ­გა­ნიზ­მში და ოპე­რა­ცია ვერ გა­და­ი­ტა­ნა”, - ამ­ბობს მა­ნა­ნა გვა­სა­ლია.
მი­სი­ვე თქმით, მო­ხუცს ბოლო წუ­თამ­დე გო­ნე­ბა არ და­უ­კარ­გავს და ახ­ლობ­ლებს სახ­ლში წაყ­ვა­ნას სთხოვ­და.

"წა­მიყ­ვა­ნეთ, ჯა­ბას ვჭირ­დე­ბი! - მხო­ლოდ ამ სი­ტყვებს ამ­ბობ­და და ამ ლა­პა­რაკ­ში და­ლია სული. ახლა
არა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს, დე­და­ჩე­მი ჩვე­ნი ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი იყო. პირ­ველ რიგ­ში რაც მჭირ­დე­ბა მომ­ვლე­ლია, რომ ჯა­ბას მოვ­ლა­ში და­მეხ­მა­როს. 2 დღეა ჯა­ბაც არ არის კარ­გად, არ ვიცი მგო­ნი გრძნობს რა­ღა­ცას", - ამ­ბობს ჯაბა ბოჯ­გუ­ას დედა იხილეთ სრულად

2395
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```