მომღერალ ჯაბა ბოჯგუას ბებია, რომელიც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით, დღეს დილით სააავადმყოფოში გარდაიცვალა. 83 წლის მოხუცს ავტომანქანა ორი დღის წინ, მუხიანში დაეჯახა. მოხუცი გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა და ქალი მძიმედ დაშავდა. მიღებული ტრავმები ძალიან მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
AMBEBI.GE ჯაბა ბოჯგუას დედას, მანანა გვასალიას დაუკავშირდა. მისი თქმით, 85 წლის მოხუცი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო და კომაში ჩავარდნილი შვილიშვილის მოვლისთვის საჭირო თანხის მოგროვებას ცდილობდა. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ბოჯგუებს ფინანსური დახმარება ესაჭიროებათ.
"წამიყვანეთ, ჯაბას ვჭირდები! - მხოლოდ ამ სიტყვებს ამბობდა და ამ ლაპარაკში დალია სული. ახლა არანაირი საშუალება არ მაქვს, დედაჩემი ჩვენი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. პირველ რიგში რაც მჭირდება მომვლელია, რომ ჯაბას მოვლაში დამეხმაროს. 2 დღეა ჯაბაც არ არის კარგად, არ ვიცი მგონი გრძნობს რაღაცას", - ამბობს ჯაბა ბოჯგუას დედა იხილეთ სრულად