ფრანგი მომღერალი და მსახიობი კიარა მასტროიანი კატრინ დენევისა და მარჩელო მასტროიანის, საფრანგეთისა და იტალიის სექს-სიმბოლოების სიყვარულის ნაყოფია. მსახიობებმა ერთმანეთი, როგორც ხდება ხოლმე, ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს გაიცნეს. მათ დიდი სიყვარული აკავშირებდათ, თუმცა ეს რომანი ქორწინებით არ დასრულებულა. ამიტომ კიარას დღემდე კატრინისა და მარჩელოს უკანონო შვილად მოიხსენიებენ, მიუხედავად იმისა, რომ მამასთან აქტიური ურთიერთობა ჰქონდა და მარჩელომ მას გვარიც მისცა.
როდესაც კიარა-შარლოტა დაიბადა, მარჩელო 50 წლის იყო, კატრინი კი - ორჯერ პატარა. გახარებულმა მარჩელომ მთელი ყუთი შამპანიური გაიტანა ქუჩაში და ყველა გამვლელს ეპატიჟებოდა, მომილოცეთ, გოგონა შემეძინაო. ეს მისი ერთადერთი შვილი არ ყოფილა, მას ჰყავდა სხვა შვილებიც, თუმცა კიარა ყველაზე საყვარელი იყო, ალბათ კატრინისადმი მისი დამოკიდებულბიდან გამომდინარე.
მამა მარჩელო თავის პატარა ფრანგ გოგონას არასაბავშვო საჩუქრებით ანებივრებდა, ბრილიანტის ყელსაბამებითა და საყურეებით, სხვადასხვა ძვირფასი ნივთით. კატრინი ყველაფერ ამას შავი დღისთვის ინახავდა და მარჩელოსთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებს არ აწყობდა.
კიარას მშობლებს ერთ ოჯახად არც ერთი დღე არ უცხოვრიათ, მარჩელოს ცოლ-შვილი ჰყავდა, ისინი რომში ცხოვრობდნენ. მსახიობი ოჯახის დანგრევას და ცოლთან დაშორებას არ აპირებდა, ის არ ღალატობდა საკუთარ ჩვევებს, მათ შორის არც ქალების მოხიბვლის ჩვევას, უარს არავის ეუბნებოდა, ვისაც მასთან სიახლოვე სურდა. მარჩელო მასტროიანის კი უარს ვერავინ ეუბნებოდა.
კიარა ბევრს კითხულობდა, დროის უმეტეს ნაწილს მარტოობაში ატარებდა და ალბათ ამიტომაც ძალიან ჩუმი და უთქმელი იყო. დროდადრო კიარას და კატრინის სიჩუმესა და სიმყუდროვეს ტემპერამენტიანი იტალიელი, მარჩელო არღვევდა და ამ დროს სახლი ხმაურითა და სიგარეტის კვამლით ივსებოდა.
ქალიშვილის გატაცებებს მარჩელო ღიმილით უყურებდა. სთავაზობდა გოგონას დარჩენილიყო იტალიაში და აღარ დაბრუნებულიყო კატრინთან. თავისუფლება თუ მორჩილება? ინსტინქტი რაციონალიზმის წინააღმდეგ? კიარას იტალია თრგუნავდა, რა უნდა ექნა ამდენი თავისუფლებისთვის?
თუმცა თრგუნავდა იმაზე ფიქრიც, რომ უნდა დაბრუნებოდა საფრანგეთს და უზომოდ მკაცრ დედას. კატრინს ძალიან მძიმე ხასიათი ჰქონდა, მის ახირებებს ვერც ერთი საყვარელი ვერ უძლებდა და მაქსიმუმ ორ თვეში მისი ყველა ურთიერთობა კრახით მთავრდებოდა. არადა, ასეთი მკაცრი იმიჯის მიღმა იმალებოიდა კატრინ დენევის მარტოსულობა, მისი კომპლექსი, რომ არავის სჭირდებოდა. ამას კიარა მოგვიანებით მიხვდა, როდესაც წამოიზარდა
კიარა ცდილობდა არ გაეზიარებინა საკუთარი დედის ბედი, არ ხმარობდა კოსმეტიკას და თმას ყოველთვის ბიჭურად იჭრიდა. თავს იშვიათად იბანდა და ბოტასებითა და ძველი ქურთუკით დადიოდა. კატრინი ქალიშვილს მაწანწალას ეძახდა, კიარას კი უბრალოდ დედის ბედის გამეორება რა უნდოდა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ რეჟისორი ანდრე ტეშინე ეძებდა გოგონას კატრინ დენევის ქალიშვილის როლზე ფილმისთვის "წელიწადის საყვარელი დრო". და იპოვა კიარა. გოგონამ თავიდან უარი თქვა შეთავაზებაზე, თუმცა მოგვიანებით დათანხმდა.
- კატრინთან მუშაობა ჩემთვის რთული არ ყოფილა, ის ხომ ჩემი დედაა, ჩემთვის არასდროს ყოფილა ის ქალბატონი, რომლისაც ყველას ეშინოდა, - იხსენებს კიარა - ისე, დედას სულ სხვა, შექმნილი იმიჯით იცნობენ, სინამდვილეში კი სულ სხვანაირია. რომ არ ვიცოდე, როგორია რეალურად, ალბათ მეც შემეშინდებოდა მისი.
კიარა მამასთან ერთადაც არის გადაღებული რობერტ ოლტმანის ფილმში "მაღალი მოდა", თუმცა საბოლოოდ უპირატესობა არტ ჰაუსს მიანიჭა, რათა თავიდან აეცილებინა მითქმა-მოთქმა მის როლებთან დაკავშირებით.
არადა დედა აფრთხილებდა, მამაკაცთან დაკავშირებით გეგმები არ უნდა დააწყო, მას ყოველთვის ექნება სათადარიგო გეგმა, სათადარიგო ქალი და სათადარიგო ბილეთიო.
ერთხელ კატრინმა ბენისიოს მეძავი უწოდა. აღშფოთებულმა მამაკაცმა ჩაალაგა ჩემოდანი და წასვლა დააპირა, კიარას მიაძახა, ყველაფერს გიფუჭებ, უჩემოდ უკეთესად იქნები, რადგან დედაშენი მართალია, ცოლის მოყვანას არ ვაპირებ, აი, ასეთი ადამიანი ვარო.
კიარასთან მან სამი წელი იცხოვრა. ეს მისი რეკორდი იყო.
დელ ტოროსთან დაშორების შემდეგ, ჯერ კიდევ დეპრესიიდან გამოუსვლელმა კიარამ ახალი ურთიერთობები წამოიწყო. ეს გახლდათ კომპოზიტორი და მომღერალი ბენჟამენ ბიოლე. ის ძალიან ჰგავდა ბენისიოს. წყვილი დაქორწინდა და შეეძინათ ქალიშვილი - ანა. თუმცა ოჯახური თანაცხოვრება არ შედგა. ბენჟამენი სვამდა, რასაც მოჰყვა განქორწინება. ამის გამო კიარამ მოგვიანებით ინანა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
ღამის გასართობები აღარ იტაცებს, სპორტის სახეობებიდან უპირატესობას პილატესს ანიჭებს და უარს ამბობს ჯანსაღ კვებაზე.
- ჩისბურგერის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია, ვერ ვიტან ბოსტნეულს, თუმცა მივირთმევ სმუზებს. ასე რომ, გამოსავალს მივაგენი, ჯერ ვსვამ სმუზს და შემდეგ მივირთმევ ჩისბურგერს, - ამბობს კიარა.
ის მშვენივარდ გამოიყურება და რაც შეეხება ასაკს, კიარას სიბერის არ ეშინია. პლასტიკური ქირურგიისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს.