მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა საყვარლის გამო დაანგრია 26-წლიანი ოჯახი და ცოლს 38 მლრდ დოლარი დაუთმო
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა საყვარლის გამო დაანგრია 26-წლიანი ოჯახი და ცოლს 38 მლრდ დოლარი დაუთმო
"ამაზონის" დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი 26-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა ცოლს. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა არა მხოლოდ ოჯახი შექმნა ამ ქალბატონთან ერთად, არამედ თავისი ბიზნესიც მასთან ერთად ააწყო.
მათ ერთმანეთი 1993 წელს გაიცნეს - ერთსა და იმავე საინვესტიციო ფირმაში მუშაობდნენ და მალევე იქორწინეს. სწორედ მაკენზიმ დაარწმუნა ქმარი, რომ მიეტოვებინა სამსახური და საკუთარი ბიზნესი წამოეწყო. ის იყო პირველი თანამშრომელიც "ამაზონში", რომლის კაპიტალიზაცია დღეს 1 ტრილიარდ დოლარს აჭარბებს.

ერთად ცხოვრების პერიოდში წყვილს 4 შვილი გაუჩნდა:
სამი ღვიძლი ვაჟი და ერთიც ჩინეთიდან ნაშვილები გოგონა.
mshoblebi
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონება 120-დან 150 მლრდ დოლარამდეა შეფასებული, განქორწინებაც ძვირად ღირებული იქნება. მაკენზი კომპანიის აქციების 4%-ს მიიღებს, რაც დაახლოებით 38 მლრდ დოლარია. ის ავტომატურად გახდება მსოფლიოს 22-ე ყველაზე მდიდარი ადამიანი და მესამე ადგილს დაიკავებს უმდიდრეს ქალთა რეიტინგში.
mshoblebi
ბეზოსები კარიერის დასაწყისში


საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ მაისში მაკენზიმ პირობა დადო, რომ შემოსავლების ნახევარს ქველმოქმედებას მოახმარს. ეს დაახლოებით 18 მლრდ დოლარია. მაკენზი იმავე საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრია, რომელშიც არიან გაწევრებული ბილ გეიტსი და მარკ ცუკერბერგი. "მეტისმეტად ბევრი ფული მაქვს და შემიძლია, ის გავუნაწილო სხვებს", - თქვა მაკენზი ბეზოსმა.

როგორც ამბობენ, წყვილს შორის
განხეთქილება დაიწყო ბეზოსის სასიყვარულო ურთიერთობის გამო - ის თავის მეზობლად მცხოვრებ მოდელს ლორენ სანჩესს გაუმიჯნურდა. იმასაც ყვებოდნენ, რომ ბეზოსი მას ცოლის შესახებ ბევრ წვრილმანს უყვებოდა, რასაც მერე სანჩესი თავის მეგობრებს უგზავნიდა სმს-ების სახით და მოგვიანებით უკვე პრესისთვისაც გახდა ცნობილი. უცნობია, ახლაც ხვდებიან თუ არა ისინი ერთმანეთს, თუმცა ფაქტია, ბეზოსის ქორწინება ამან შეიწირა.

9969
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
z.kaloria
12
ერთადერთი რაც გვიყვარს და ვაფასებთ ქალში ფუჩურია. (თუ ვცდები ჩამქოლეთ)
16:08 / 10-07-2019
QQQ
11
ქ~ამის საიდუმლოს მე გაგიმხლთ,რადგან ის ვინაც გამანდო უკვე გარდაცვლილია. რას სვები, ვკითხე როცა გავიგე საყვარელი ყავდა და მიპასუხა. შემი ცოლი განა არ მიყვარს, მიყვარს მაგრამ მასთან ინტიმური სიახლოვის სურვილი გამიქრაო, ძალიან პატივს ვცემ, ძალიან კარგი ქალია , მაგრამ სურვილი იგივე მაქვს რაც აი თუნდაც ჩემი მარჯვენა ხელი მარცხენას შეხებიაო.ამიტომ მყავსო საყვარელი და თუ გამიგებს და გამეყრება დიდად არ განვიცდიო. სახლში შესვლა არ მინდა, რომ ვიცი მასთან უნდა დავწვეო, აი ზუსთად ასე მიპასუხა და ნუ იგინებენ გაყრილი ქალები, თითქოს ყოფილ მეეუღლეებთან მეგობრობენ, ეგობრეობენ იმიტომ რომ მატ როგორც ქალებს აღარ აღიქვამენ,ასეთი საძიძღრები არიან ეგენი. მე დარწმუნებული ვარ სულ ცოტა 90 პროცენტს ყავს საყვარელი, ამიტომ ქალებს ვთხოვ, ნუ ჩქარობენ გათხოვებას და ნუ მიყვებიან წლოვან მამაკაცებს.
17:32 / 09-07-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```