ორიოდე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1 წლის და 10 თვის გოგონამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში თაგვის საწამლავი დალია. გოგონა დედათა და ბავშვთა რეგიონულ სამედიცინო ცენტრ "იავნანაში“ შეიყვანეს, რეანიმაციულ განყოფილებაში. დავინტერესდით ბავშვის ახლანდელი მდგომარეობი.
- გუშინწინ მოხდა შემთხვევა და ბავშვი უკვე გაეწერა სახლში, დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით, - ამბობს"იავანანას" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლია ლაზარაძე.
მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია:
- მშობელიც და ბავშვიც ყურადღებით უნდა იყოს, რომ აკრძალული ნივთიერებები არ მიიღოს. საშიში ნივთიერებები ხელმიუწვდომელ ადგილას უნდა იყოს. სამწუხაროდ, ხშირია მსგავსი შემთხვევები. მაინცდამაინც შეიძლება თაგვის წამალი არ იყოს, მედიკამენტებს სვამენ, ფხვნილებს, შესაწამლ საშუალებებს და ასე შემდეგ. თუ ბავშვმა მსგავსი საშიში ნივთიერება დალია, პირველადი დახმარებისთვის შეგიძლიათ ხელოვნურად გამოიწვიოთ გულის რევა და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
თამარ იაკობაშვილი