"მთელი სოფელი ტირის პატარა ანგელოზს" - ოთხდღიანი კომის შემდეგ 5 წლის ბიჭი გარდაიცვალა
"მთელი სოფელი ტირის პატარა ანგელოზს" - ოთხდღიანი კომის შემდეგ 5 წლის ბიჭი გარდაიცვალა
ოზურგეთში, სოფელ ძიმითში, ბიძას მცირეწლოვანი ძმისშვილები მდინარეზე საბანაოდ მიჰყავდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრაქტორით გზიდან გადავარდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

დაშავებული 4 ბავშვიდან სამის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხოლო 5 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის საავადმყოფოში შეყვანისას მართვით სუნთქვაზე იყო და 4 დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას "დიანიუსი" ავრცელებს.

"აღარ გვყვავს ჩვენი პატარა ბიჭი, ძალიან კარგი ბავშვი იყო, ჭკვიანი, მხიარული. ბავშვი 4 დღე იყო კომაში, თუმცა ვერ შეძლეს
ექიმებმა მისი გადარჩენა, მთელი სოფელი ტირის პატარა ანგელოზს" - აცხადებს ოჯახის ახლობელი "დიანიუსთან" საუბრისას.

სამართალდამცველებმა ბავშვების ბიძა დააკავეს და მიმდინარეობს გამოძიება.

19064
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ninos
1
რას ქვია ბიძის დაკავება რას მოგვცემს? არადა, იქვე პასუხობთ შეკითხვას, ბავშვებს რა უნდათ ძარაზეო. ზუსტად მაგიტომაც. კანონს ამ შემთხვევაში გამკაცრება კი არა, შესრულება უნდა.
10:25 / 12-07-2019
maka
2
ვაიმე რა ხდება ამ ჩვენს ლამაზ საქართველოში! ყოველდღე ვიგებთ ასეთ გულის შემძვრელ ამბებს. დიდების სიკვდილიანობა ხომ საშინელებაა ამ ოხერი ავარიების გამო, მაგრამ პატარა ბავშვებმა რა დააშავეს, რომ ასე ადრე უწყდებათ სიცოცხლე.არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს. ისე ვჭამთ ერთმანეთს, რომ აღარ ვუყურებთ ამით რამხელა უარყოფითი ნეგატივი გროვდება და სკდება , ეს ყველაფერი ხომ ისევ გვიბრუნდება დიდს თუ პატარებს და ალბათ ამიტომაც გახშირდა ასე მომატებული ეს ავარიები ჩხუბები და რა ვიცი რა აღარ, რაც დღეს ხდება საქართველოში ეს არის უკვე აუტანელი. ჩვენ დავჭამოთ ერთმანეთი და სამაგიეროდ გავახაროთ აქ შემოთრეული უცხო ტომები, რომლებიც მშვენივრად გრძობენ თავს. ალბათ გულში იძახიან მიდით დაჭამეთ ერთმანეთი ქართველებო და ეს .ყველაფერი ჩვენ დაგვრჩესო. სადღაც მართლებიც არიან. პატარას ვუსურვებ სასუფეველში ყოფნას და უფლის მფარველობა!.
19:44 / 11-07-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?