ოზურგეთში, სოფელ ძიმითში, ბიძას მცირეწლოვანი ძმისშვილები მდინარეზე საბანაოდ მიჰყავდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრაქტორით გზიდან გადავარდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
დაშავებული 4 ბავშვიდან სამის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხოლო 5 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის საავადმყოფოში შეყვანისას მართვით სუნთქვაზე იყო და 4 დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას "დიანიუსი" ავრცელებს.
"აღარ გვყვავს ჩვენი პატარა ბიჭი, ძალიან კარგი ბავშვი იყო, ჭკვიანი, მხიარული. ბავშვი 4 დღე იყო კომაში, თუმცა ვერ შეძლეს ექიმებმა მისი გადარჩენა, მთელი სოფელი ტირის პატარა ანგელოზს" - აცხადებს ოჯახის ახლობელი "დიანიუსთან" საუბრისას.
სამართალდამცველებმა ბავშვების ბიძა დააკავეს და მიმდინარეობს გამოძიება.