4 წლის გოგონა, რომელიც მამამ მოტყუებით წაიყვანა, პოლიციამ აფხაზეთში იპოვა
4 წლის გოგონა, რომელიც მამამ მოტყუებით წაიყვანა, პოლიციამ აფხაზეთში იპოვა
4 წლის გოგონა მამამ ყოფილი ცოლისგან მოტყუებით წაიყვანა. დედა მას 8 დღის განმავლობაში ეძებდა, გუშინ კი სამართალდამცავებმა ბავშვი იპოვეს.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გოგონას დედამ, თაკო გოგსაძემ, პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხალხს შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვდა:

"ნაცნობი და უცნობი, ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ, გთხოვთ დამეხმარეთ 4 წლის შვილის, თიკოს პოვნაში. 2 დღეა ვერ ვპოულობ. გაავრცელეთ თუ სადმე ან მარშრუტკაში ნახეთ. მაღალი გამხდარი ბიჭი უნდა ახლდეს, მამამისი."

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ
ბავშვი იპოვეს. გოგონას დედა "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს, რომ ბავშვი მამამ ჯერ ბათუმში წაიყვანა, შემდეგ კი ენგურის გავლით აფხაზეთში გადაიყვანა.

"ენგურის და ტყის გავლით გადაიყვანა აფხაზეთში. ეუბნებოდა, სადაც მივდივართ, იქ ლამაზი ბუნებააო. ბავშვმა არ იცოდა, სად მიჰყავდა მამამისს", - ამბობს თაკო გოგსაძე "ინფო რუსთავთან".

ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გადავამოწმეთ. შსს-ს წარმომადგენელმა mshoblebi.ge-ს განუცხადა:

- შეტყობინების შემოსვლის შემდეგ ამოქმედდა ცხელი ხაზი და შსს-მ სუს-თან ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად ბავშვი უვნებლად დაუბრუნდა მშობელს.

თამარ იაკობაშვილი


9298
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
პასუხი კომენტარის ავტორს "დედას"
0
თქვენ ან წაკითხულიდან შინაარს ვერ იგებთ, ან ჯანმრთელი არ უნდა იყოთ გონებრივად. იქნებ გეკითხათ მამა საღია თუ არა, ნარკოდამოკიდებულია თუ არა, კრიმინალია თუ არა, ალკოდამოკიდებულია თუ არა.
13:04 / 12-07-2019
არანაირ
1
მნიშვნელობა არ ააქვს რა ურთიერთობა ქონდა დედას და მამას. წარმიგიდგენიათ ბავსგვს რამხელა სტრესი და ტკივიკი. მიადგა ამ ამბით. ეს განქირწინებული სტულწლივანი ადამიანები იმ აზრამდე როგორ ვერ მივიდნენ რომ ბავშვების აგზრდაზე მეტი იფიქრონ ვიდრე ერთმანეთის გამწარებაზე. იმედი მაქვს დააკავებრნ მამას.
16:28 / 11-07-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```