სიახლეებიკალეიდოსკოპი
4 წლის გოგონა, რომელიც მამამ მოტყუებით წაიყვანა, პოლიციამ აფხაზეთში იპოვა
4 წლის გოგონა, რომელიც მამამ მოტყუებით წაიყვანა, პოლიციამ აფხაზეთში იპოვა
4 წლის გოგონა მამამ ყოფილი ცოლისგან მოტყუებით წაიყვანა. დედა მას 8 დღის განმავლობაში ეძებდა, გუშინ კი სამართალდამცავებმა ბავშვი იპოვეს.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გოგონას დედამ, თაკო გოგსაძემ, პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხალხს შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვდა:

"ნაცნობი და უცნობი, ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ, გთხოვთ დამეხმარეთ 4 წლის შვილის, თიკოს პოვნაში. 2 დღეა ვერ ვპოულობ. გაავრცელეთ თუ სადმე ან მარშრუტკაში ნახეთ. მაღალი გამხდარი ბიჭი უნდა ახლდეს, მამამისი."

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ
ბავშვი იპოვეს. გოგონას დედა "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს, რომ ბავშვი მამამ ჯერ ბათუმში წაიყვანა, შემდეგ კი ენგურის გავლით აფხაზეთში გადაიყვანა.

"ენგურის და ტყის გავლით გადაიყვანა აფხაზეთში. ეუბნებოდა, სადაც მივდივართ, იქ ლამაზი ბუნებააო. ბავშვმა არ იცოდა, სად მიჰყავდა მამამისს", - ამბობს თაკო გოგსაძე "ინფო რუსთავთან".

ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გადავამოწმეთ. შსს-ს წარმომადგენელმა mshoblebi.ge-ს განუცხადა:

- შეტყობინების შემოსვლის შემდეგ ამოქმედდა ცხელი ხაზი და შსს-მ სუს-თან ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად ბავშვი უვნებლად დაუბრუნდა მშობელს.

თამარ იაკობაშვილი


ბეჭდვა
```