რას ჰყვება ინდოელების ქართველი რძალი - "რძალ-დედამთილობის საკითხი იქ უფრო რთულადაა, ვიდრე ჩვენთან"
რას ჰყვება ინდოელების ქართველი რძალი - "რძალ-დედამთილობის საკითხი იქ უფრო რთულადაა, ვიდრე ჩვენთან"
35 წლის ქე­თე­ვან ზა­ა­ლიშ­ვი­ლი ყვა­რელ­ში, სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში ცხოვ­რობს თა­ვის პა­ტა­რა გო­გო­ნას­თან, ევე­ლინ­თან ერ­თად. მისი მე­უღ­ლე რა­მან­დიპ ჯა­ვან­და ინ­დო­ე­ლია. რო­გორც ქე­თე­ვან­მა მი­თხრა, ქარ­თვე­ლე­ბი მას უბ­რა­ლოდ რო­მას ეძა­ხი­ან. ერ­თმა­ნე­თი თბი­ლის­ში გა­იც­ნეს და რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ და­ქორ­წი­ნე­ბაც გა­და­წყვი­ტეს.

- პრო­ფე­სი­ით კავ­კა­სი­ო­ლო­გი ვარ. კავ­კა­სი­ურ ენებს ვსწავ­ლობ­დი, მათ შო­რის, აფხა­ზურ­საც, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არას­დროს მქო­ნია. ახალ­სო­ფელ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ბე­ბი­ა­ჩე­მი ყა­ზა­ხე­თი­დან იყო, წარ­მო­შო­ბით რუსი. სა­ინ­ტე­რე­სოა მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის ამ­ბა­ვი. თურ­მე გველ­მა უკბი­ნა
ფეხ­ზე, 19 წლის ყო­ფი­ლა მა­შინ და იქა­ურ ექი­მებს უთ­ქვამთ, ფეხი უნდა მოგკვე­თო­თო. ამას სიკ­ვდი­ლი მერ­ჩივ­ნაო, - ბე­ბი­ამ. ვი­ღა­ცას სო­ხუმ­ში მი­უს­წავ­ლე­ბია კარ­გი ექი­მი, იქი­დან თბი­ლის­ში ჩა­სუ­ლა და ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შემ­თხვე­ვით გაც­ნო­ბილ პა­ცი­ენტს უთ­ქვამს, რომ მის­მა ცოლ­მა იცის გვე­ლის ნაკ­ბენ­ზე მკურ­ნა­ლო­ბა. ეს კაცი ახალ­სოფ­ლი­დან ყო­ფი­ლა. ამა­ზეა ნათ­ქვა­მი, სა­დაც არის ბედი შენი, იქ მი­გიყ­ვანს ფეხი შე­ნიო. ეს ხდე­ბა იმ პე­რი­ოდ­ში, ჯერ კი­დევ ცხე­ნე­ბით რომ გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. ბე­ბია იხ­სე­ნებ­და, ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და უცხო ქვე­ყა­ნა­ში, ენაც არ ვი­ცო­დიო. მოკ­ლედ, ჩა­მო­სუ­ლა ამ სო­ფელ­ში, უნა­ხავს ეს ქალი, რო­მელ­საც ბა­ლა­ხე­ბის ნა­ხარ­შით უმ­კურ­ნა­ლია. მე­ო­რე დღეს ჩი­ტი­ვით ვი­ყა­ვიო, იხ­სე­ნებ­და ხოლ­მე. მოს­წო­ნე­ბია სო­ფე­ლი, თბი­ლი და კე­თი­ლი ხალ­ხით და­სახ­ლე­ბუ­ლი და სა­ცხოვ­რებ­ლად დარ­ჩე­ნი­ლა, ღვი­ნის ქარ­ხა­ნა­ში და­უ­წყია მუ­შა­ო­ბა. იქ
უნა­ხავს პა­პა­ჩე­მი, რო­მე­ლიც თურ­მე თე­ლა­ვი­დან აგ­რო­ნო­მად იყო გა­მოგ­ზავ­ნი­ლი. ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ, მო­ე­წო­ნათ ერ­თმა­ნე­თი და და­ო­ჯახ­დნენ. 5 შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. ბე­ბი­ამ 50 წელი იცხოვ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქარ­თუ­ლიც კარ­გად ის­წავ­ლა. ის 2002 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ყო­ველ­თვის რუ­სუ­ლად გვე­სა­უბ­რე­ბო­და შვი­ლიშ­ვი­ლებს და ამის გამო ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით ეს ენა.

- ახლა შენ­ზე მო­მი­ყე­ვი, სად გა­ი­ცა­ნი ინ­დო­ე­ლი რა­მან­დი­პი?

- 2009 წელს თბი­ლის­ში გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. ბი­ძას­თან ერ­თად იყო ჩა­მო­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჯარ­თის ბიზ­ნე­სი ჰქონ­დათ და რაკი ინ­გლი­სუ­რი ვი­ცო­დი, სამ­სა­ხურ­ში ამიყ­ვა­ნეს, აქე­დან და­ი­წყო ჩვე­ნი ამ­ბა­ვი.

- ინ­დო­ეთ­ში ალ­ბათ, ნამ­ყო­ფი ხარ...

- უკვე ოთხჯერ ვი­ყა­ვი. პირ­ვე­ლად რომ წა­ვე­დი, წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი დავ­რჩი. ჩემი მე­უღ­ლე ჩრდი­ლო­ეთ ინ­დო­ე­თი­დან გახ­ლავთ, პენ­ჯა­ბის შტა­ტი­დან, რე­ლი­გი­ით სიქ­ჰია. ყვე­ლა­ზე მე­ტად კლი­მატ­მა გა­მაკ­ვირ­ვა, ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში სა­ში­ნე­ლი სი­ცხე იყო, ჰა­ე­რი გაჟ­ღენ­თი­ლი გახ­ლდათ კვამ­ლი­თა და გა­მო­ნა­ბოლ­ქვით. ქუ­ჩებ­ში რო­მე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის ადა­მი­ანს აღარ ნა­ხავ­დით, იქვე ეძი­ნათ, ძრო­ხე­ბი და­დი­ოდ­ნენ ქუ­ჩებ­ში, უსაშ­ვე­ლო სა­ცო­ბე­ბი იყო... რო­გორც იცით, ინ­დო­ე­თი უზარ­მა­ზა­რია - მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხოვ­ნო­ბით მე­ო­რე ქვე­ყა­ნაა მსოფ­ლი­ო­ში, ფარ­თო­ბის სი­დი­დის მხრივ კი - მეშ­ვი­დე. 2 მი­ლი­არდს აღ­წევს მო­სახ­ლე­ო­ბა და ძნე­ლია ამ­ხე­ლა ქვეყ­ნის მარ­თვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მდი­და­რი სა­ხელ­მწი­ფოა, სი­ღა­რი­ბის დონე მა­ღა­ლია.

- ინ­დუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტია კას­ტობ­რი­ვი სის­ტე­მა, ანუ მო­სახ­ლე­ო­ბის ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით და­ყო­ფა.

- დიახ, კას­ტე­ბად იყო­ფი­ან წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით. აქვთ ტრა­დი­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც მკაც­რად იცა­ვენ. მა­გა­ლი­თად, ერთი კას­ტის წევ­რებ­მა არ უნდა იქორ­წი­ნონ სხვა კას­ტის წევ­რებ­ზე. ნაკ­ლე­ბად მკაც­რი აკ­რძალ­ვე­ბი ეხე­ბა საჭ­მლის მი­ღე­ბა­საც, ზო­გი­ერ­თი კას­ტის­თვის ზუს­ტა­დაა დად­გე­ნი­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის სახე. კას­ტის წევ­რი და­ბა­დე­ბი­დან მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე ამ მო­ცე­მულ კას­ტას ეკუთ­ვნის, თუ რო­მე­ლი­მე კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის­თვის არ მოკ­ვე­თეს. ერთი კას­ტი­დან მე­ო­რე­ში გა­დას­ვლაც აკ­რძა­ლუ­ლია. იქ არა­ვინ გა­ი­ძუ­ლებს ატა­რო ინ­დუ­რი სა­მო­სი, თუ ღრმად ტრა­დი­ცი­უ­ლი არ ხარ, მაგ­რამ არი­ან ოჯა­ხე­ბი, სა­დაც კვე­ბის მე­ნი­უც კი მკაც­რად აქვთ გან­სა­ზღვრუ­ლი. მა­გა­ლი­თად, მო­ნათ­ლულ სიქჰს არა აქვს უფ­ლე­ბა ჭა­მოს ხორ­ცე­უ­ლი, ზოგი კვერ­ცხსაც არ ჭამს. შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რი ჭამს, მაგ­რამ სახ­ლში მომ­ზა­დე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, გა­რეთ უნდა მი­ირ­თვან. სას­მელ­სა და სი­გა­რეტ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ, ჩემი ქმა­რი 35 წლის კა­ცია და როცა ეწე­ო­და, არას­დროს დე­და­მი­სის თვალ­წინ არ აი­ღებ­და სიგარეტს

- მისი ოჯახის წევრებმა როგორ მიგიღეს ან შენებმა რა გითხრეს, როდესაც თქვენი გადაწყვეტილების შესახებ გაიგეს?

- დედას ჰქონდა პროტესტი, მაგრამ ძალიანაც არ შემწინააღმდეგებია. ისეთი პატარაც არ ვიყავი, გადაწყვეტილება ვერ მიმეღო. რამანდიპი მშვიდი ადამიანია, პატივს სცემს ჩემებს. დედაშენი იგივე დედაჩემიაო, - ასე მითხრა. ინდოეთში დედის კულტია, თუმცა იქ უფრო რთულადაა რძალ-დედამთილობის საკითხი, ვიდრე ჩვენთან (იცინის). მე გამიმართლა, რადგან კარგად მიმიღეს.

წაიკითხეთ სრულად
22145
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
niiana
1
ვინც ვისთანაა ბედნიერი იმასთან უნდა იყოს
20:12 / 12-07-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```