"ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს +36+37 გრადუსამდე" - როდიდან დაიწყება ძლიერი სიცხეები - მშობლები

"ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს +36+37 გრადუსამდე" - როდიდან დაიწყება ძლიერი სიცხეები

2019-07-12 07:37:57+04:00

წელს სინოპტიკოსები ცხელ ზაფხულს ვარაუდობდნენ, თუმცა ივლისში ტემპერატურამ დაიწია და ზოგიერთ რეგიონში აცივდა კიდეც. როგორი იქნება უახლოესი დღეების ტემპერატურა, როდიდან გამოიდარებს და როგორ ამინდებს არაუდობენ აგვისტოსში - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს, მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, დოდო გვაზავა საუბრობს:

-14 ივლისის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში, +12+13 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია +25+27 გრადუსი, განაპირა რაიონებში +24+26 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში +28+30 გრადუსი, კახეთში +33+35, დედაქალაქში კი +31+33 გრადუსია ნავარაუდევი. 15 ივლისიდან საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს, ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში მიაღწევს +36+37 გრადუსს და დასავლეთ საქართველოში +33-დან +35 გრადუსამდე.

- როგორი ამინდია მოსალოდნელი აგვისტოში?

- ყოველთვის, ყველაზე ცხელ თვედ ივლისი ითვლებოდა. ყველაზე მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში იყო +38-დან +43 გრადუსამდეა დაფიქსირებული. ახლა, დაახლოებით +33+35 გრადუსია, სანაპირო რაიონები კი +31+33 გრადუსი. ეს სიცხე ყოველთვის ნარჩუნდება აგვისტოს პირველ ნახევრამდე. 15 აგვისტოს შემდეგ ტემპერატურა ვარდება და იწყება ნალექიანობა. ეს განპირობებულია ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი ჰაერის მასების მოქმედება.

-მიაღწია უკვე ჰაერის ტემპერატურამ მაქსიმალურს?

-არა, როგორც უკვე აღვნიშნე, ივლისში მაქსიმალური ტემტერატურა დაფიქსირებულია +38+43 გრადუსი და ჯერ ამ ტემპერატურისთვის არ მიუღწევია. წელს +36+37 გრადუსამდეა მოსალოდნელი მაქსიმალური ტემპერატურა.

altზაფხული წელს საქართველოში ნორმაზე ცხელი და წვიმიანი იქნება - რას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები

alt"დაკიდეთ სახლში სველი პირსახოცები, გამორთეთ ელექტრობა, ცხელი ზაფხული იქნება და ვენტილატორები ბოლომდე ვერ დაგიცავთ " - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან