მსახიობისა და ტელეწამყვანის, გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებამ ძალიან ბევრ ადამიანს დასწყვიტა გული. თუმცა მისი წასვლა ყველაზე მტკივნეული ოჯახისთვისაა და განსაკუთრებით მისი მეუღლის, ნათია ბანძელაძისთვის.
გიორგი და ნათია ძალიან ახალგაზრდა ასაკში დაქორწინდნენ. ნათია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნაბს, რომელსა უცვლელად გთავაზობთ:
"....მაინც მატირა... ყველა გვატირა... 18 წლიდან ერთად ვიზრდებოდით, მან მასწავლა სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, როგორ შეიძლებოდა მტერი არ გყოლოდა, როგორ უნდა გყვარებოდა ,რომ უსულო საგნებსაც ტკიოდათ და უხაროდათ, ჭიანჭველა რომ არ უნდა მომეკლა, იმიტომ რომ ის შვილისისთვის შაქრის მიტანას ცდილობდა...
როგორ არ შეიძლებოდა ჩემს ლექსიკაში ყოფილიკო სიტყვა "მეზიზღება". 30 წელი ჩვენი ზღაპრული, ზღაპრული სამყაროს გმირი იყო, რომელიც დაუნდობელი სამყაროსგან გიცავდა, ისე რომ ბოროტსაც მაინც კეთილად დაგანახებდა . ჩემი სიკეთის სხივი, დიდი პატარა ბავშვი არასდროს გაიზარდა და უცებ, არასდროს რომ არ გავბუტულვართ, შუა თამაშში მიმატოვა...რატომ ???? რა საშინელი სიცივეა იცი, გიო, მიყვარხარ...