სიახლეებიკალეიდოსკოპი
სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ახალგაზრდა გოგონას სცემა: "ჩამარტყა და მარშუტკაში ამათრია"
სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ახალგაზრდა გოგონას სცემა: "ჩამარტყა და მარშუტკაში ამათრია"
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლმა სცემა.
"გამოვყევი 128 ნომერ მიკროავტობუსს. დიდუბეში უნდა ჩავსულიყავი ამანათის ასაღებად. სამთოქიმიასთან გააჩერა შუაში, 3 მგზავრი ამოვიდა, ეს გვიან გავიაზრე, სადაც გააჩერა. შემდეგ მირზაანთან ვთხოვე გაეჩერებინა მაგრამ ვერ გაიგო მივხვდი, ავდექი და კიდევ გავუმეორე რომ გაეჩერებინა, მერე მიაჭირა გაზს და იტალიურ სკოლასთან გააჩერა. სანამ გააჩერებდა მე მოვსრიალდი და კარებს მივასკდი. რას აკეთებ თქო და გაბრაზებულმა კარები მივუჯახუნე, ზებრაზე ვიდექი, როცა კარის ხმა გავიგე,
ჩამოვიდა, ბეჭებში ჩამარტყა, დიახ, ჩამარტყა, პატარა ბავშვს რომ ქეჩოში წაავლებენ, ეგრე წამავლო ხელი, აეთრიე, შე გაუზრდელოო, თან იფურთხებოდა. წინ მედგა, აი, 10 სმ დაშორებით და ამათრია მარშუტკაში. რაც მოვახერხე, ხელი გამიშვი-თქო. შეხედეო, სადაა გაჩერება.  მაგრამ დიდუბეში სადაც გააჩერა, იქ საერთოდ კარის გაღებაც არ შეიძლება, მაგრამ წყნარად ეთქვა, გამოცდიდან მოვდიოდი, ძალიან გადაღლილი ვიყავი, გათენებული მქონდა. დედა ჩამომივიდა საზღვარგარეთიდან. ამას პლიუს სიცხეც მქონდა და მოკლედ, ვერ შევძელი ამ მძღოლის უმსაგავსობასთან გამკლავება , მაგრამ "კაცები" ფანჯრიდან იყურებოდნენ. გაოგნებული ვიყავი, ხმა ა
რავის ამოუღია.  ჩამოვედი მარშუტკიდან და სულ ნაბიჭვარო მიძახა. რის გამო, ვერ მივხვდი, რაც შევძელი, ეს იყო, რომ მანქანის ნომერს ფოტო გადავუღე, იმდენად ცუდად გავხდი. არ ვიცოდი, რა მექნა. ძალით ვადგამდი ნაბიჯებს, ძლივს მივედი სახლამდე, ასეთი ადამიანები უნდა მუშაობდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში? ის მძღოლი არარაობა იყო, ადამიანებზე უფრო მეტკინა გული. არავინ ხმა არ ამოიღო! თქვენს შვილს რომ დაემართება, მერე აღარ გადაიჭრათ ვენები. ისე მრცხვენოდა ასეთი რამ რომ შემემთხვა. ეს როგორ მოვყვე-თქო! ალბათ ხმა რომ ამომეღო, წიხლებით მცემდა ის მძღოლი!" - წერს ინტერნეტმომხმარებელი, რომლის პოსტსაც უამრავი კომენტარი მოჰყვა. როგორც მოგვიანებით სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, მძღოლო სამსახურიდან გათავისუფლებულია.

altავტობუსის მძღოლი სიცხისგან შეუძლოდ გახდა

alt"შუახნის მამაკაცი გვერდით მიუჯდა გოგონას... ჩემი შვილი წარმოვიდგინე მის ადგილას" - ამბავი ავტობუსიდა, რომელიც ხშირად მეორდება

ბეჭდვა
```