ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე ვაჟის მშობლები გახდებიან. თავის დროზე სასიხარულო ამბის შესახებ წყვილმა საზოგადოებას "ინსტაგრამიდან" აცნობა.
"ინსტაგრამზე" ბერა, როგორც ყოველთვის აქტიურია და ორსულ ცოლთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებსაც აქვეყნებს. წყვილის პოსტებს კი, როგორც წესი, მათი გამომწერების გამოხმაურებები ახლავს თან.
ინფორმაციისთვის, ბერა ივანიშვილმა და მოდელმა ნანუკა გუდავაძემ 11 ნოემბერს სვეტიცხოველში დაიწერეს ჯვარი. წინა დღეს წყვილი სრულიად საქართველოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა. ჯვრისწერის შემდეგ კი ქორწილი ვიწრო წრეში გაიმართა.