"დედებს, რომლებიც მლანძღავთ, რომ ზაფხულში საცურაო აუზზე მაცვია წითელი, მე ვარ ცოცხალი, ვაგრძელებ ცხოვრებას..." - მაია ასათიანის მიმართვა
ცოტა ხნის წინ მაია ასათიანმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოყვა. ტელეწამყვანი წითელ საცურაო კოსტიუმშია გამოწყობილი და აუზზე ირუჯება.
„მაია, არ გეკადრება ასეთი ფოტოების დადება", წერს ერთ-ერთი გამომწერი. ამ და სხვა კომენტარების საპასუხოდ მაია ასათიანმა ვიდეო მიართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მის სიცოცხლეს სიცოცხლე არ ქვია. ის არსებობისთვის იბრძვის და მისი განკითხვის უფლება არავის აქვს. მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც ყოველთვის ამხნევებს და
პოზიტივით ავსებს.

- ყველას მინდა მადლობა გითხრათ, თითოეული თბილი სიტყვა ჩემთვის ნიშნავს ძალიან ბევრს. იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც მე ვარ ნებისმიერი პოზიტიური სიტყვები ჩემთვის არის მართლა სინათლის სხივი. და სულ ვაძლევ ხოლმე ჩემს თავს პირობას, რომ უარყოფით დამოკიდებულებაზე აღარ მექნება რეაქცია, მაგრამ მაინც მოქმედებს ეს ჩემზე. მაპატიეთ, რომ ამის ახსნა მუდმივად მჭირდება და ახლა იმ ადამიანებს მივმართავ, ვისაც ახსნა სჭირდება, თუ რას ნიშნავს ქალისთვის, ერთადერთი შვილი რომ უკვდება. ეს არ არის სიცოცხლე, მე ვარ მუდმივად სიკვდილში და მუდმივად ვებრძვი ამას. და თქვენ მინდა გითხრათ, ქალებს და დედებს, რომლებიც მლანძღავთ, რომ ზაფხულში საცურაო აუზზე მაცვია წითელი, მე ვარ ცოცხალი, ვაგრძელებ ცხოვრებას, რომელიც ცოცხალი არ
არის. ყოველ წამს ვიხედები გვერდით, რადგან მგონია ჩემი შვილი აქ არის. მადლობა ყველას, ვინც გვერდით მიდგას, უცნობებს და ნაცნობებს. რატომ მჭირდება აგიხსნათ, რომ ცუდად ვარ არ ვიცი? მინდა იცოდეთ ყოველთვის კარგად არ ვარ. კარგად ყოფნა ჩემნაირი ქალისთვის შეუძლებელია. რა გითხრათ აბა? გათენება და დაღამება შვილმკვდარი ქალისთვის არის კოშმარი. მე ვცდილობ, ეს კოშმარი ჩემთვის გაძლებადი იყოს და ვაკეთებ იმას, რაც მე და ჩემს შვილს ძალიან გვიყვარდა - ვცურავ. გაგიკვირდებათ და 21-ე საუკუნეში ცურვა საცურაო კოსტიუმით არის შესაძლებელი... და კი, მართობს ხანდახან ასეთი ფოტოების დადება და ყურადღება გადამაქვს.  ღმერთმა არავის მოუვლინოს ეს სასჯელი, როგორსაც მე ვატარებ. ყველას თავისი ჯვარი აქვს. და ნუ განიკითხავთ...“

მერი ბლიაძე
49248
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (52)
თამრიკო ნაჭყებია
3
დაანებეთ ამ ქალს თავი რა.... როგორც შეუძლია ისე აგრძელებს ცხოვრებას... სხვისთვის დასანახად ძაძებით რომ შეიმოსოს, უფრო დაიჯერებდით რომ შვილი უყვარდა? მასზე მეტად სხვა უფრო განიცდის? რაღა მის ფოტოებს მიშტერებიხართ... ათასობით შხვართი გოგოს ფოტო დევს უფრო ლამაზი და სექსუალური და ის ათვალიერეთ, სხვა გასართობი თუ არ გაქვთ!
09:30 / 19-07-2019
სოფიო
4
მართალი ხარ მაია, კოშმარია შენი ცხოვრება. შენ ერთგვარი ნიღაბი გაქვს მორგებული, რომ ცხოვრება გააგრძელო. შენ ძალიან კარგი დედა გყავს და მისაბაძი ადამიანია შენთვის, თუმცა შენც უნდა მოერიო შენს თავს და შენი შვლის სულისათვის მისაბაძი დედა იყო.ღმერთმა მოგცეს გამჭრიახობა, რომ იმ კრიტიკულ ზღვარს არ გადასცდე, რომელიც გამყოფია ადამიანის სულიერ მორალსა და ხორციელ მორალს შორის და ნუ მოახდენ მათ აღრევას ერთმანეთთან. ნიღაბი დღეს იქნება თუ ხვალ, მაინც მოსახსნელი გაგიხდება, სიბერე მოგიახლოვდება და ამიტომ! ასე, რომ ჩემო კარგო ადამიანო, შენი ტკივილი ისევ სულიერმა სიძლიერემ უნდა გადაგატანინოს, რომელსაც დედა ეკლესია მაგცემს მხოლოდ. მეც გამოვლილი მაქვს ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად და ვიცი, რომ ერთადერთი ნუგეში ღვთის სიტყვაშია. გირჩევ სოლომონ ბრძენის იგავს და ეკლესიასტეს კარგად ჩაუღრმავდი, სახარება კარგად გაიაზრე და ცხოვრებას სხვანაირად დაინახავ....სიბილწის პროპაგანდა იოლია, რაც ტელევიზიებიდან ყოველდღიურად იფრქვევა, მაგრამ სიკეთის და ღვთიური მორალის პროპაგანდით ვერ იცხოვრებ ფუფუნებაში. ამიტომ ხდება ის, რაც ხდება და მოხდა კიდევაც შენს თავს.დ ა ფ ი ქრ დ ი თითოეულ შენს ნაბიჯზე და გულწრფელი იყავი საკუთარ თავთან. ეს შენს შვილს აცხონებს!!!ღმერთმა დაგლოცოს და კეთილი სურვილებით იცხოვრე მომავალში
11:06 / 18-07-2019
მსგავსი სიახლეები
```