"ვერ იგებთ, ჩამოსულმა როგორ მივაღწიე წარმატებას" - რას პასუხობს ნანუკა ჟორჟოლიანი შვილის კრიტიკოსს - მშობლები

"ვერ იგებთ, ჩამოსულმა როგორ მივაღწიე წარმატებას" - რას პასუხობს ნანუკა ჟორჟოლიანი შვილის კრიტიკოსს

2019-07-16 11:59:05+04:00

ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე შვილის კრიტიკოსს ეხმაურება. ნანუკას პოსტიდან ირკვევა, რომ სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი მარიამს 90-იანი წლების შეფასებისთვის გაუნაწყენდა.
"...ვინმე ბავშვი (თუმცა ბავშვი ვიცი მე ბაღში და სკოლაში), რომელის საფრანგეთში სწავლობს, (ღმერთმა ხელი მოუმართოს) იმის მაგივრად, რომ ტოლებში ერთობოდეს და ტკბებოდეს ყველაზე მაგარი წლებით, დგას რუპორით და ტატყანებს. რაღაც"თბილისი იყო ურთიერთობაზე", გვაძახებს იმ 90-იანებს",-ეს არის ამონარიდი იმ ტექსტიდან, რომლის ავტორსაც ნანუკამ უპასუხა:
"როგორც წესი, არ ვპასუხობ მარიამის თემებს. დიდია და თავად მიხედავს კრიტიკასაც, მის ბრძოლასაც და მის გზასაც, მაგრამ აქ იმდენჯერ მახსენეს, უნდა გიპასუხოთ.

როგორ არ გავბოროტდით, ქალბატონო. ერთმანეთს ვესროლეთ მაგ 90 იანებში, დედალაქში ომი გავაჩაღეთ, მერე აფხახეთი და ოსეთი დავკარგეთ და ამ თაობას თუ 90-იანები არ მოსწონთ, ნუ გწყინთ. დრო, როდესაც მოდაში კაიფი იყო, მხედრიონი და უბნური დაპირისპირებები და როცა იმ დროზე ვამბობთ "თბილისი იყო ურთიერთობები" ამ თაობას რომ არ ესმის, ნურც ეგ გიკვირთ.

მარიამი საფრანგეთში დაფინანსებით სწავლობს. ისე, როგორც მისი მეგობრების 80%. ასეა ეს თაობა. გავლენიანი ბაბუების და ბებიების გარეშე ხვდებიან უნივერსიტეტებში, იქ სადაც ვერ ჩააწყობ. და იმ დროის ხიბლიც, რომელსაც მისტირით, ეგ იყო. გავლენიანები და “ინწელიგენტები” ცხოვრობდნენ კარგად. ძალიან გულწრფელები ხართ, როცა მარიამს გართობას ურჩევთ აქციების ნაცვლად. ასე იყო მაშინაც. როცა სოხუმს ვკარგავდით, თბილისში ქორწილებს იხდიდნენ. ესეც თქვენი 90-იანები.

თქვენი, ჩემს მიმართ მიუღებლობაც მაქედან მოდის. არავის შვილიშვილი ვარ, არც არავის შვილი. ვერ იგებთ, ჩამოსულმა როგორ მივაღწიე წარმატებას. ესაა, რასაც არ მპატიობთ, მაგრამ ეგაა ჩემი მთავარი “ხიბლიც”, წყალტუბოც იყო ურთიერთობები, სადაც ადამიანებს მშობლების გამო არ ლანძღავდნენ.

Mariam Geguchadze შენ კიდე არ იცი, რა საშინელება იყო 90 -იანების საქართველო და ვინც იმ დროს მისტირის არის უკან, სადაც თქვენ არასოდეს არ უნდა მიიხედოთ", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
თავად მარიამიც გამოუეხმაურა თავის განცხადებას და სცადა განემარტა, რატომ არ მოსწონს 90-იანი წლები:

"ვთქვი, რომ 90-იანები არ მომწონს და გაბრაზდნენ ვიღაცეები, ამიტომ მიზეზები უნდა განვმარტო:

90იან წლებში ერთმანეთს კლავდნენ. იყო სამოქალაქო ომი. იყო შიმშილი. უბნური დაპირისპირება. დავკარგეთ აფხაზეთი. ქურდები უფროსობდნენ სახელმწიფოზე. იყო ყაჩაღობა. ნარკოტიკები. შუქი არ იყო. წყალი არ იყო. იყო გაი და მილიცია. არ იყო სწავლის შანსი.

უკაცრავად, რომ უკან არ მინდა და არ მესმის, როცა მისტირით წარსულს.

პარიზში სწავლაზე აღშფოთებულ საზოგადოებას მინდა გითხრათ, რომ მანამდე, ამერიკაშიც ვსწავლობდი. იქ 50%-იანი დაფინანსება მქონდა და ახლა 80%-ით ვფინანსდები. ბოდიშს გიხდით, რომ მოსკოვებში და ხარკოვებში არ მქონია სწავლის სურვილი. ამიტომაც ვერ ვუგებთ ერთმანეთს", - წერს მარიამ გეგუჩაძე.