გიორგი მესხი დიდი ხანია აკეთებს კატერებს, იახტებს და ხის სახლებს, რომლებიც საბურავების მეშვეობით გადაადგილდება. ჩვენ სწორედ ამ ბორბლებიანი სახლებით დავინტერესდით. როგორც თავად ამბობს, ეს პროფესია მისთვის ძალიან ძვირფასი და სასიამოვნოა. ის გვიყვება, როგორ აკეთებს მსგავს სახლებს და რა უნდა გაითვალისწინოს მან, ვინც მსგავს სახლში დასახლებას გადაწყვეტს:
- მრავალნაირად შეიძლება ამ სახლების გაკეთება. ეს არის ჩვეულებრივი ხის სახლი, თუმცა გადაადგილდება საბურავებით. კეთდება ხისგან, იწყობა რკინის კარკასზე, შიგნით გამოყენებულია კვადრატული მილი, ე.წ. ტრუბა კვადრატი, შუაში იზოლაცია იდება. მისი გამძლეობა მოვლაზეა დამოკიდებული - 5 წელიწადში ერთხელ რომ შეიღებოს, 25 წელი მაინც გაძლებს.
- მსგავს სახლებში შეიძლება ცხოვრება თუ მხოლოდ ღამის გათევაა შესაძლებელი?
- არა, ჩვეულებრივად, შეიძლება რომ იცხოვრონ ადამიანებმა. ამის ყველა პირობაა. შიგნით აბაზანაა, საპირფარეშო, ხელების დასაბანი და სამზარეულო. მაღლა საძინებელი და მისაღებია. 5 მეტრი აქვს სიგრძე, 2. 40 სიგანე, 3.65 - სიმაღლე. 4 ადამიანი ჩვეულებრივად დაეტევა, მაგალითად, ცოლ-ქმარი და 2 ბავშვი.
- თუ საიდუმლო არ არის, რა ჯდება საშუალოდ ერთი სახლის აწყობა?
- 25 000 ლარი.