თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა. ის ადგილზე გარდაიცვალა. გიორგი დედასთან ერთად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა.
მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, გია გაფრინდაშვილმა "პრაიმ ტაიმთან" საუბრისას განაცხადა, რომ ოჯახი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა.
„კარგა ხანს ეხმარებოდა მუნიციპალიტეტიცა და წითელი ჯვარიც. ბოლო ერთი წელია, ხშირად იმყოფებოდნენ მეზობელ სოფელ ლელიანში ბიძასთან“ - თქვა გაფრინდაშვილმა.
"პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილის უფროსმა ძმამ გაურკვეველი მიზეზით თავი მოიკლა, მამამ კი დარდს ვერ გაუძლო და შვილის საფლავზე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.