"მისმა ძმამ თავი მოიკლა... მამამ შვილის საფლავზე ჩამოიხრჩო თავი" - რას ყვებიან თბილისში დაღუპული არასრულწლოვანი მუშის შესახებ
"მისმა ძმამ თავი მოიკლა... მამამ შვილის საფლავზე ჩამოიხრჩო თავი" - რას ყვებიან თბილისში დაღუპული არასრულწლოვანი მუშის შესახებ
16 ივ­ლისს, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მომ­ხდარ კი­დევ ერთ უბე­დურ შემ­თხვე­ვას მუშა ემსხვერ­პლა. გარ­დაც­ვლი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო - 17 წლის გი­ორ­გი ბეშ­კე­ნა­ძე, რო­მე­ლიც ლა­გო­დე­ხი­დან თბი­ლის­ში სა­მუ­შა­ოდ ჩა­მო­ვი­და, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ლიფ­ტის შახ­ტა­ში ჩა­ვარ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ლა­გო­დეხ­ში, იმ სოფ­ლის ბი­ნად­რე­ბი, სა­დაც გი­ორ­გი ცხოვ­რობ­და, ამ­ბო­ბენ, რომ ბეშ­კე­ნა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი მძი­მე ეკო­ნო­მი­კურ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­და და არას­რულ­წლო­ვა­ნი ბიჭი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო სკო­ლა მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა, რათა ოჯა­ხი ერ­ჩი­ნა:

"ჩემი მე­ზო­ბე­ლი იყო ეს ბიჭი... ამ ოჯახ­ში ტრა­გე­დია აქამ­დეც მოხ­და - და­ახ­ლო­ე­ბით 7
წლის წინ გი­ორ­გის ძმამ თავი მო­იკ­ლა, მა­შინ ისიც არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო. შვი­ლის სიკ­ვდი­ლი უმ­ძი­მე­სი დარ­ტყმა იყო ოჯა­ხის­თვის და 4 წლის თავ­ზე, მა­მამ შვი­ლის საფ­ლავ­ზე ჩა­მო­იხ­რჩო თავი... მას შემ­დეგ ოჯა­ხის რჩე­ნას გი­ორ­გი ცდი­ლობ­და. რო­გორც ვიცი, სკო­ლა­შიც აღარ და­დი­ო­და ამის გამო... დღი­უ­რად ეხ­მა­რე­ბო­და ად­გი­ლობ­რი­ვებს, მი­ზე­რუ­ლი თან­ხა 15-20 ლარი რომ ეშო­ვა და სა­კუ­თა­რი თავი და დედა ერ­ჩი­ნა", - გა­ნუ­ცხა­დეს ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა AMBEBI.GE-ს.

ოჯა­ხის მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­შიც. სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბეშ­კე­ნა­ძე­ე­ბი ხში­რად სარ­გებ­ლობ­დნენ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბით. თუმ­ცა, ბო­ლოს ერთი წელი მათ სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლის აპა­რა­ტის­თვის აღარ მი­უ­მარ­თავთ:

"ოჯა­ხი სო­ფელ გვიმ­რი­ა­ნი­და­ნაა, ეს სო­ფე­ლი აფე­ნის თემ­ში შე­დის. მა­მის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, ბეშ­კე­ნა­ძე­ებს ფი­ნან­სუ­რად ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ და ჩვენ რაც
შეგ­ვეძ­ლო, ვეხ­მა­რე­ბო­დით. მივ­დი­ო­დით ოჯახ­ში, ვი­ცო­დით მათი მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს ბი­ჭიც სულ შრო­მობ­და, მაგ­რამ ერთი წე­ლია ოჯა­ხი სო­ფელ გვიმ­რი­ან­ში აღარ ცხოვ­რობ­და, გვერ­დით სო­ფელ­ში გა­და­ვიდ­ნენ დე­ი­დის სახ­ლში სა­ცხოვ­რებ­ლად. მას შემ­დეგ დახ­მა­რე­ბის­თვი­საც აღარ მო­უ­მარ­თავთ", - აღ­ნიშ­ნა სოფ­ლის რწმუ­ნე­ბულ­მა გია გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.
იხილეთ სრულად
1308
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
..
0
გასკდა გული რატოოომმმმ
14:50 / 17-07-2019
მსგავსი სიახლეები
```