ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ბლექ სი არენაზე“ 7 სექტემბერს გაიხსნება
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ბლექ სი არენაზე“ 7 სექტემბერს გაიხსნება
სა­ქარ­თვე­ლოს ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრი 2019 წლის 7-9 სექ­ტემ­ბერს, ფოლკ­ლო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალს მე­სა­მედ გა­მარ­თავს.

ფოლკ­ლო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი, ევ­რო­პუ­ლი და ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი კონ­ცერ­ტით, „ბლექ სი არე­ნა­ზე“ 2019 წლის 7 სექ­ტემ­ბერს „ჩექ ინ ჯორ­ჯი­ას“ ფარ­გლებ­ში გა­იხ­სნე­ბა.

შეკ­ვე­თილ­ში მდე­ბა­რე არე­ნა­ზე მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე წარ­დგე­ბი­ან ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის ან­სამ­ბლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­დან და უცხო­ე­თი­დან. საფ­რან­გეთს (კორ­სი­კა) – Spartimu წარ­მო­ად­გენს, იტა­ლი­ას (სარ­დი­ნია) კი – Castelsardo . სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე წარ­დგე­ბი­ან: „ბერ­მუ­ხა“ (აჭა­რა); „შილ­და“ (კა­ხე­თი); ტრიო „შალ­ვა
ჩემო“ (გუ­რია); „რიჰო“ (სვა­ნე­თი), „ბა­სი­ა­ნი“ და „ქარ­თუ­ლი ხმე­ბი“ (თბი­ლი­სი); ქუ­თა­ი­სის სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლი; ბა­თუ­მის ენ­ვერ ხა­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბლი - „ბა­თუ­მი“.

ფეს­ტი­ვა­ლის მი­ზა­ნია, ხელი შე­უ­წყოს ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. უნი­კა­ლუ­რი მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბის, სიმ­ღე­რის, გა­ლო­ბის, ცეკ­ვი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლოს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, უმას­პინ­ძლოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლი­სა და მა­ნე­რის შემ­სრუ­ლებ­ლებს. სა­ქარ­თვე­ლო - მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბის სამ­შობ­ლო - აქ­ცი­ოს ქარ­თუ­ლი და მსოფ­ლიო ფოლკ­ლო­რის მუდ­მი­ვი შეხ­ვედ­რი­სა და და­ახ­ლო­ე­ბის ად­გი­ლად.

ფეს­ტი­ვა­ლი რა­ჭა­ში, ონსა და ამ­ბრო­ლა­ურ­ში გაგ­რძელ­დე­ბა , - გა­ი­მარ­თე­ბა ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი ან­სამ­ბლე­ბი­სა და ჯგუ­ფე­ბის კონ­ცერ­ტე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს წა­რად­გე­ნენ: „ფეს­ვე­ბი“ (აჭა­რა), „შილ­და“ (კა­ხე­თი); ტრიო „შალ­ვა ჩემო“ (გუ­რია); „იავ­ნა­ნა“, „სა­გა­ლო­ბე­ლი“, „რაჭა“ (რაჭა); „სა­ლა­ღო­ბო“ (ლე­ჩხუ­მი); „ლილე“, „ლა­გუ­შე­და“ (ზემო და ქვე­მო სვა­ნე­თი):
„ძი­რი­ა­ნი“, „ჩვე­ნე­ბუ­რე­ბი“ (თბი­ლი­სი).

რა­ჭა­ში ოთხი უცხო­უ­რი ან­სამ­ბლი წარ­დგე­ბა მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე: Spartimu (საფ­რან­გე­თი), – Castelsardo (იტა­ლია), Koniakow (პო­ლო­ნე­თი), - Ačkups (ლატ­ვია). რა­ჭა­ში­ვეა და­გეგ­მი­ლია ცნო­ბი­ლი ეთ­ნო­მუ­სი­კო­ლო­გე­ბის - პოლო ვალე­ხო­სა და რე­ნა­ტო მო­რე­ლის სე­მი­ნა­რე­ბი. უცხო­ე­ლი და ქარ­თვე­ლი სტუმ­რე­ბის­თვის, რაჭ­ველ შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, მას­ტერკლა­სებს ჩა­ა­ტა­რებს ახალ­გაზ­რდა რაჭ­ვე­ლი ლოტ­ბა­რი თორ­ნი­კე სხი­ე­რე­ლი.

ქა­ლაქ ამ­ბრო­ლა­ურ­ში გა­ი­მარ­თე­ბა ად­გი­ლობ­რივ მე­წარ­მე­თა ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა აგ­როპ­რო­დუქ­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა. ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­ხი­ა­მი­ა­ნო­ბა, რო­გორც მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის უნი­კა­ლუ­რი სა­გან­ძუ­რი, 2001 წელს იუ­ნეს­კომ არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ძეგ­ლად აღი­ა­რა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის პარტნი­ო­რი: „ლი­დერ­ფუ­დი“

მე­დი­ამ­ხარ­და­ჭე­რა: იმე­დი, „ფორ­ტუ­ნა“, „არ და­ი­დარ­დო“, ჟურ­ნა­ლი ოქეი, ჯორ­ჯია თუ­დეი, მარ­კე­ტერ.ჯი, პოპ­მი­უ­ზიკ ჯი, პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი, ამ­ბე­ბი ჯი.
69
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?