ჩემი რესპონდენტი მარიამ იოსელიანია. გამბედავი გოგონა, რომელიც მუდმივად ცდილობს, რომ გზა საკუთარი ძალებით, დამოუკიდებლად გაიკაფოს. ჩემპიონს გარემოებებმა ხელი არაერთხელ შეუშალა, რის გამოც ამჟამად ჩემპიონატებზე აღარ გადის, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, დანებებას არ აპირებს.
- მარიანა, რა ასაკში მიხვდი რომ ეს საქმე საშენო იყო?
- პირველ რიგში მოგესალმებით. რა ასაკში მივხვდი ცოტა რთული სათქმელია, სიმართლე რომ გითხრათ, ფიზკულტურის გაკვეთილიდან პირდაპირ დიდ სპორტში შევაბიჯე. ჩემმა მწვრთნელმა შემთხვევით ნახა ჩემი ფიზ. მომზადება, საღამოს მშობლებთან განიხილა თემა და ნებართვა სთხოვა, რომ ბუნებრივ კლდეებზე საცდელი გასვლა გვქონოდა. ძალიან მშვიდი, უპრეტენზიო, დამჯერი ბავშვი ვიყავი, ამიტომ მარტივად მოვახერხე რომ პირველივე გასვლაზე შედეგი დამედო.
- მოგვიყევი ამ სპორტის შესახებ, ბევრმა მის შესახებ ძალიან ცოტა რამ იცის...
- კლდეზე ცოცვა უკვე გახდა ოლიმპიური სახეობა და 2020 წლის ოლიმპიადაზე ვიხილავთ. ბევრი მეკითხება, კლდეზე ცოცვა? ეს რა არისო და გული მწყდება, რომ მიწევს ახსნა ჩემი სპორტის შესახებ, მსოფლიო დონის აღიარებული კაცი ლეგენდის, ინგლისის დედოფლის მიერ კლდის ვეფხვად წოდებულის, მიხეილ ხერგიანის სამშობლოდან ვარ და ვფიქრობ აქ მორჩა "კლდეზე ცოცვის" განმარტება!
არაერთ ჩემპიონატში გაქვს მონაწილეობა მიღებული, გვიამბე შენი წარმატებების შესახებ...
- 2004-წელს ვარჯიში დავიწყე, 3 თვეში გამიყვანეს საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (სამ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება). უმცროს ასაკში რთულსა და სწრაფ ცოვაში ბუნებრივ კლდეებზე, კაცხში (ჭიათურა) ორივე კატეგორიაში პირველი ადგილი დავიკავე. იყო ერთ-ერთი მოწვეული სტუმარი, რომელიც პოლონეთიდან იყო ჩამოსული. მან ჩემს მწვრთნელს სთხოვა, რომ საქართველოს ჩემპიონატზე გამოვეყვანე. მეც გამოვედი. რთულ ცოცვაში დავიკავე მე-3-ე ადგილი. ჩემი სხეულის დაჭერა კედელზე ერთი თითით შევძელი.
შემდეგ უკვე იყო ევროპის ახალგაზრდული თასი ბულგარეთში და თანდათან მიმძაფრდება ტკივილი, საკუთარ თავს ვერ ვპატიობ რა ახლოს ვიყავი ჩემპიონობასთან და ჩემი მიზანი შიშმა გადაწონა. ძალიან მარტივად ავიღე მე-3-ე ადგილი, ოღონდ ეს ტრავმირებულმა შევძელი. სერიოზული ტრავმით ბოლო წამამდე ვიბრძოლე. მაშინ გამომიჩდნენ სერიოზული ქომაგები, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ითხოვდა ჩემს სერიოზულად მომზადებას. ჩემი მდგომარეობით შოკირებული მეხუტებოდა და ჩემს სვანუკას მეძახდა. რაზეც მისი ხალხი გაუნაწყენდა და ერთ-ერთმა გოგო ტირილი დაიწყო.
შემდგომ მიყვა და მიყვა ჩემპიონობა, მსოფლიო ჩემპიონატები და ა.შ. მაგრამ ბულგარეთის ამბების შემდეგ ამერია ჯანმრთელობა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა და რასაც ვაკეთებდი მანამდე დაუფიქრებლად, შემდგომ უკვე შიში არ მაძლევდა გარისკვის საშუალებას და ის შედეგი რისკენაც მივიწევ, დღემდე ვერ დადგა.
შინაგანი ექო არ მაძლევს მოსვენებს საშუალებას, არ მინდა ჩემმა წლობით ნაზარდმა სიყვარულმა, ტკივილმა და თუნდაც იმედგაცრუებამ ფუჭად ჩაიაროს. მგონია, რომ სადღაც ყველაფერი კარგი ერთად წამომეწევა (იცინის). 2008 წლის აგისტოს ომს დაემთხვა ჩემი მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა. მე საფრანგეთში, პარიზში საქართველო წარვადგინე მაშინ, როცა აქ ჯერ კიდევ დაკარგულ გმირებს ეძებდნენ.