შვიდი შვილის დედა ევროკომისიის პრეზიდენტი გახდა - ვინ არის ურსულა ფონ დერ ლაიენი - მშობლები

შვიდი შვილის დედა ევროკომისიის პრეზიდენტი გახდა - ვინ არის ურსულა ფონ დერ ლაიენი

2019-07-18 07:14:19+04:00

გერ­მა­ნი­ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნი ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე აირ­ჩი­ეს. კენ­ჭისყრა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ჩა­ტარ­და. მე­მარ­ცხე­ნე-ცენ­ტრის­ტი პო­ლი­ტი­კო­სი ჟან კლოდ იუნ­კერს 1 ნო­ემ­ბრი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩა­ა­ნაც­ვლებს.

იგი პირ­ვე­ლი ქალი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ი­კა­ვებს. კენ­ჭისყ­რის დროს მას მხა­რი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევრთა ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­მა და­უ­ჭი­რა. ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენს 374 ხმა სჭირ­დე­ბო­და, თუმ­ცა, მას 383-მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი.

ურ­სუ­ლა იყო, ასე­ვე, პირ­ვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი გახ­და. თა­ნამ­დე­ბო­ბას ის 2013 წლი­დან იკა­ვებ­და.

60 წლის პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც ბრი­უ­სელ­ში და­ი­ბა­და, გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რის უახ­ლო­ე­სი თა­ნა­მებ­რძო­ლია და ფიქ­რობ­დნენ, რომ ის ან­გე­ლა მერ­კელს შეც­ვლი­და.

ფონ დერ ლა­ი­ე­ნი 13 წლის იყო, რო­დე­საც მისი ოჯა­ხი ბრი­უ­სე­ლი­დან გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. მან ლონ­დო­ნის ეკო­ნო­მი­კის სკო­ლა და­ამ­თავ­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ჰა­ნო­ვერ­ში მე­დი­ცი­ნას და­ე­უფ­ლა.

განაგრძეთ კითხვა