თამთა ვალიშვილი 3 შვილთან ერთად, უკიდურეს სიღარიბეში ქირით ცხოვრობს. თუმცა, თანხას ხშირად ვერ იხდის და მეპატრონე ბინას აცლევინებს ხოლმე. ის საკუთარ ისტორიას მკითხველს უზიარებს და დახმარებას სთხოვს:
- ვარ მარტოხელა დედა. ძალადობის მსხვერპლი. მეუღლე მცემდა ხოლმე და ამიტომ წამოვედი მისგან. ქირით ვცხოვრობ, ვარ უკიდურესად გაჭირვებული. მყავს სამი შვილი: 6, 5 და 2 წლის ბავშვები. ერთს თანდაყოლილი გულის მანკი აქვს და საოპერაციოა. ახლა გვიწევს ექიმთან ვიზიტი და ვერ მიმყავს. გემოგლობინის პრობლემა აქვს და ვერც საჭირო საკვებით უზრუნველვყოფ. ქირას რომ ვერ ვიხდი, მეპატრონე გვაცლევინებს და მერე სხვა ბინის პოვნა მიწევს.
- დიახ. სხვა არავინ მეხმარება. მარტო ვზრდი სამივე შვილს.
- საკვები პროდუქტებიც და თანხაც იმიტომ, რომ ქირის პრობლემა მაქვს.
- არა, შეჩერებული გვაქვს იმიტომ, რომ ხშირად ვიცვლით ბინას. მე სამ ბავშვთან ერთად ვერ ვახერხებ მუშაობას, ყოფილი მეუღლეც არაფერში მეხმარება. ისევ საზოგადოება თუ დამეხმარება ხოლმე, სხვა არავინ მყავს.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშზე შეგიძლიათ:
GE62TB757604506110006