"40 წლის მერე ცხოვრება გაცილებით საინტერესო ხდება" - 41 წლის ლეტიცია კასტას გულახდილი ფოტოსესია - მშობლები

"40 წლის მერე ცხოვრება გაცილებით საინტერესო ხდება" - 41 წლის ლეტიცია კასტას გულახდილი ფოტოსესია

2019-07-19 06:19:42+04:00

მოდელი და მსახიობი, მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალად აღიარებული და სამი შვილის დედა ლეტიცია კასტა 41 წლისაა, თუმცა ახალგაზრდულ ფორმას არა მხოლოდ ინარჩუნებს, გულახდილ ფოტოსესიებზეც არ ამბობს უარს.

სულ ახლახან ლეტიციამ ფრანგული "ელეს" გარეკანი დაამშვენა. მის ფოტოებს, განსაკუთრებით კი შიშველ ფოტოს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

mshoblebi

ინტერვიუში, რომელიც ლეტიციამ ჟურნალს მისცა, თავის ასაკზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიანაც მოსწონს ასაკის მატება.

"მე ველოდი, როდის გავხდებოდი 40 წლის. ახლა ცხოვრება გაცილებით უფრო საინტერესო გახდა", - ამბობს კასტა.

უფრო მეტი ლეტიციას ცხოვრებაზე, მის შვილებზე და მეუღლეებზე იხილეთ სტატიაში:

altროგორ იქცა მრავალშვილიან დედად მილიონობით მამაკაცის სათაყვანო ლეტიცია კასტა და როგორია ახლა?