"ეგოიზმის დამარცხებისა და ბედნიერების მოპოვების უნივერსალური საშუალება შვილებია" - გალკინის აღიარება და ოჯახური ბედნიერება
ამ წყვილს ხშირად განიხილავენ და მათზე ბევრს წერენ. თუმცა მიუხედავად სკეპტიკოსების ეჭვებისა და მოლოდინებისა, ფაქტია, რომ ალა და მაქსიმი წლებია ერთად არიან, თავს ბედნიერად გრძნობენ, ორ შვილს ზრდიან და მათი პატარებიც ბედნიერებას ასხივებენ.

ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა სწორედ ამ თემაზე ისაუბრა - თუ როგორ დაამარცხა ეგოიზმი და როგორ იპოვა ბედნიერება:

- მე აღმოვაჩინე ეგოიზმისგან განსაკურნებელი უნიკალური საშუალება - ეს ბავშვებია, შვილები. გინდა თუ არა, ვიღაცისთვის ცხოვრობ. ადამიანი ხომ სინამდვილეში მაშინაა
ბედნიერი, როცა ვიღაცას უძღვნის თავის ცხოვრებას. როგორც კი ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავისთვის იწყებს ცხოვრებას, ის უბედური ხდება. ამიტომ უნივერსალური საშუალება ეგოიზმის წინააღმდეგ და ბედნიერების მოსაპოვებლად - შვილებია. უფრო გიიოლდება ნებისმიერი შემოქმედებითი, პროფესიონალური მარცხის აღქმა. ეს ყველაფერი ისეთი უმნიშვნელო ხდება შვილებთან და ოჯახთან შედარებით... მე უკვე მქონდა სიყვარული და ეს არ არის ნაკლებ მნიშვნელოვანი. მაგრამ როცა ამას შვილებიც ემატება, ეს ორმაგი ბედნიერებაა. 


1202
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```