"სასტუმროდან გამოყარა ჩემი მეუღლე, ძიძა და 3 წლის ტყუპი გოგონა" - რა შეემთხვა პროფესორ ბუბა კუდავას ოჯახს ყაზბეგში და რას პასუხობს მეპატრონე
"სასტუმროდან გამოყარა ჩემი მეუღლე, ძიძა და 3 წლის ტყუპი გოგონა" - რა შეემთხვა პროფესორ ბუბა კუდავას ოჯახს ყაზბეგში და რას პასუხობს მეპატრონე
ყაზ­ბეგ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნემ ტყუ­პი ბავ­შვე­ბი დე­დას­თან და ძი­ძას­თან ერ­თად სას­ტუმ­რო­დან გა­უშ­ვა, რად­გან მათ ხმა­ურს, შე­საძ­ლოა, უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი შე­ე­წუ­ხე­ბი­ნა - ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" პრო­ფე­სო­რი ბუბა კუ­და­ვა წერს.

"და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ის­ტო­რია შე­ემ­თხვა ჩემს ცოლ-შვილს დღეს სტე­ფან­წმინ­და­ში.

სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როს – Ia's GuestHouse Kazbegi (კოს­ტა­ვას ქ. 53) მე­პატ­რო­ნემ, ქალ­ბა­ტონ­მა ეთერ პა­პი­აშ­ვილ­მა, სას­ტუმ­რო­დან გა­მო­ყა­რა ჩემი მე­უღ­ლე, ძიძა და 3 წლის ტყუ­პი გო­გო­ნა.

მი­ზე­ზი არ გა­ინ­ტე­რე­სებთ?

ბავ­შვე­ბი ხმა­უ­რო­ბე­ნო (!).

ახლა მალე უცხო­ე­ლებს ვე­ლო­დე­ბი და ამ ხმა­უ­რის
გამო ბუ­ქინგზე უარ­ყო­ფით შე­ფა­სე­ბას და­მი­წე­რე­ნო (!).

როცა მე­უღ­ლემ მე­პატ­რო­ნეს აუხ­სნა, რომ ასე არ მო­სუ­ლა, ან, უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, მა­გი­ე­რი სას­ტუმ­რო მა­ინც შე­მო­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა, პა­სუ­ხად ასე­თი ფრა­ზე­ბი მი­ი­ღო:

„ჩემი სახ­ლია და წა­დით ჩემი სახ­ლი­დან“, „მო­უს­ვით აქე­დან“, „თქვენ თვი­თონ შე­არ­ჩი­ეთ სხვა სას­ტუმ­რო“...

ქალ­ბა­ტო­ნო ეთერ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ვერ ხვდე­ბით რა გა­ა­კე­თეთ.

ვერც იმას ხვდე­ბით, რომ 3 წლის ბავ­შვე­ბის კის­კი­სი­სა და ჟი­ვილ-ხი­ვი­ლის გამო არ­ცერ­თი უცხო­ე­ლი უარ­ყო­ფით შე­ფა­სე­ბას არ წერს.

ვერც იმას, რომ ცხოვ­რე­ბა­სა და ბიზ­ნეს­ში მთა­ვა­რი რამ ადა­მი­ა­ნი­სა და საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლია.

რაც არ უნდა გიხ­სნათ, ვე­რა­ფერს გა­ი­გებთ, რად­გან თქვენ 3 წლის ორი გო­გო­ნა გა­მო­აგ­დეთ სას­ტუმ­რო­დან.

მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გექ­ნე­ბათ შან­სი, რომ რამე გა­ი­გოთ:

1. როცა თქვე­ნი სას­ტუმ­როს რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე სა­თა­ნა­დოდ
ვიზ­რუ­ნებ (გპირ­დე­ბით!).

2. როცა ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის ფეხ­ქვეშ გა­თელ­ვის­თვის სა­თა­ნა­დო პა­სუხს აგებთ (გპირ­დე­ბით!)." - წერს კუ­და­ვა.

სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნემ კუ­და­ვას პოს­ტის სა­პა­სუ­ხოდ "ფე­ის­ბუქ­ზე" და­წე­რა, რომ ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.
განაგრძეთ კითხვა
3358
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
0
რა კომენტარი უნდა გააკეთოს ასეთი საქციელის შემდეგ მეპატრონემ ? აწი ნამდვილად ცუდი შეფასება ექნება მის სასტუმროს )
02:09 / 21-07-2019
ტოტო
0
საქართველოში ბავშვებს სასტუმროში არ უშვებენ ?
18:30 / 20-07-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?