50%-მდე საზაფხულო ფასდაკლება წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში"
50%-მდე საზაფხულო ფასდაკლება წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში"
ზაფხული სავსეა საინტერესო ისტორიებით და ამ ყველაფერს უფრო მეტად აფერადებს წიგნების კითხვა. ეს საუკეთესო საშუალებაა ცხელ დღეებში განტვირთვისთვის, დასვენებისთვის და შემოქმედებითი უნარების გამომუშავებისთვის. ასეთი განტვირთვა არამხოლოდ შინაგანი სიმშვიდის მოპოვებისთვის არის საუკეთესო, არამედ გონებრივი შესაძლებლობების განვითარებისთვისაც.

სწორედ ამიტომ, წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" თავის ერთგულ მომხმარებელს 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. ფასდაკლება ვრცელდება არამარტო მხატვრულ, არამედ სამეცნიერო ლიტერატურაზეც, ასევე ინგლისურ და რუსულ ენოვან წიგნებზე. მნიშვნელოვანია, რომ სიაში შემავალი წიგნები გათვლილია არამარტო უფროსებზე, არამედ პატარებზეც.
ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა მშობლებისთვის, თავიანთ შვილებს წიგნების კითხვა შეაყვარონ და მათ ახალი სამყაროს აღმოჩენაში დაეხმარონ. ცნობილი ფაქტია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებისას.

ფასდაკლებული წიგნების სიაში შემავალი ლიტერატურა დააკმაყოფილებს ბევრი განსხვავებული ადამიანის მოთხოვნებსა და ინტერესებს. აქ შეხვდებით სამეცნიერო ფანტასტიკას, რომანებს, დეტექტივს, მითოლოგიურ ლიტერატურას. სიაში შედის ისეთი წიგნების სერიები, როგორებიცაა "ჩემი რჩეული მსოფლიო", "ქართველი მეფეები" "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" "ლიტერატურული ოდისეა" "სერია ვიტამინი" "49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" "50 პერსონა" და ა.შ. ასევე ენობრივი ბარიერის მქონე ადამიანებისთვის ფასდაკლებაში შედის ინგლისური და რუსულენოვანი ლიტერატურაც.

ფასდაკლებული წიგნების სია იხილეთ ბმულზე
136
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```