ამასწინათ მეგობართან ვიყავი სტუმრად. წვეულება ჰქონდა - დაბადების დღეს იხდიდა აგარაკზე. ოფიციალური ნაწილი - ანუ სუფრა რომ დასრულდა, სტუმარ-მასპინძელი ასაკის მიხედვით დანაწილდა - თავისუფალი დროის ერთად გასატარებლად. ბავშვები ცალკე გავიდნენ ოთახში, უფროსები მისაღებში დავრჩით. სულ რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ და ცოტა ხანში შევნიშნე, რომ ყველას მობილურში ჰქონდა ჩარგული თავი - ან მესიჯობდნენ ან სოციალურ ქსელს "სქროლავდნენ". მერე ბავშვების ოთახში შევიჭყიტე - უარესი სურათი იქ დამხვდა. ბავშვები მდუმარედ ისხდნენ და პლანშეტებსა და მობილურებს ჩასჩერებოდნენ. არადა, თითქოს იქაც მშვენიერი კომპანია იყო შეკრული კარგი დროის სატარებლად, სათამაშოდ, და აქაც, უფროსებში.
ძალიან დამწყვიტა გული ამ სიტუაციამ და გავიხსენე, ჩემს ბავშვობაში რა მაგრად ვერთობოდით თუ გარეთ და თუ სახლში. რა ჟრიამული და ალიაქოთი გვქონდა ხოლმე, თუნდაც მაგიდის თამაშებზე. ხან ქალაქობანას ვთამაშობდით, ხან ლოტოს, ხან ბანქოს, ხან მაგიდის ფეხბურთს, მონოპოლიას... საოცრება იყო. ერთად ვატარებდით დროს, ვმხიარულობდით, ვსწავლობდით და ცოცხალი ურთიერთობები გვქონდა...
მოგვიანებით სხვებთან დავიჩივლე და აღმოჩნდა, რომ ბევრს აღელვებს ეს თემა. მერე სამეგობრო დავსხედით და ჯერ გავიხსენეთ ყველაფერი, რასაც ადრე ვთამაშობდით, მერე კი მოვიძიეთ, დღესდღეობით თუ შეიძლება მსგავსი გასართობების შეძენა, რომ ცოტა ხნით მაინც გადავდოთ გვერდით დიდმა და პატარამ გაჯეტები და ერთმანეთთან ურთიერთობით, უბრალოდ თამაშში დროის ტარებით დავტკბეთ. მით უმეტეს, ზაფხულია, ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს, თუნდაც ოჯახის წევრებთან შეიძლება სასიამოვნო საათების გატარება...
აღმოჩნდა, რომ მაგიდის თამაშებით დღესაც ერთობიან და არც ისე ცოტანი, რამაც გამახარა. საკმაოდ მოდური და აპრობირებული ყოფილა განსაკუთრებით ევროპაში, სადაც ოჯახურად ან მეგობრულად სხდებიან და სასიამოვნოდ გაჰყავთ დრო. ასორტიმენტიც არაა მცირე. სათამაშოების მაღაზიათა ქსელ "პეპელას" საკმაოდ მრავალფეროვანი პროდუქცია აქვს და ყველაზე მაგარი სამაგიდო თამაშები. რა ინფორმაციაც მოვიძიე, თქვენც გთავაზობთ. ნამდვილად გამოგადგებათ - ითამაშეთ და გაერთეთ შვილებთან ან მეგობრებთან ერთად და დაუვიწყარი დრო გაატარეთ.
ყველა თაობის ერთ-ერთი საყვარელი თამაში, მსოფლიოში ცნობილი და ძალიან პოპულარული მონოპოლია, საქართველოში ცნობილია, როგორც მენეჯერი . გააგორეთ კამათელი, მიდით კონკრეტულ ადგილას, იყიდეთ მიწა, სასტუმრო, კოტეჯი თუ რაც დაგხვდებათ და თქვენს მოწინააღმდეგეს გადასახადი დააკისრეთ, როდესაც ისინიც მოხვდებიან იმ ადგილას. მხოლოდ ეს არ არის. მონოპოლია ძალიან მრავალმხრივი და ინტელექტუალური სამაგიდო თამაშია.
პეპელამ გაითვალისწინა ფეხბურთის მოყვარულთა ინტერესები და სპეციალურად მათთვის შექმნა საფეხბურთო მენეჯერი, მოემზადეთ საფეხბურთო თავგადასავლებისთვის, იმოქმედეთ FIFA-ს წესების მიხედვით, შეხვდით მეამბოხე გულშემატკივრებსა და ქომაგებს, ცნობილ საფეხბურთო აგენტს მონო რაიოლას, რომელიც დაგეხმარება სასურველი ფეხხბურთელის შეძენაში , გამართე მოლაპარაკებები შენს მეტოქეებთან და განახორციელე ტრანსფერები.
ალბათ ბევრ ჩვენგანს უოცნებია გამომძიებლობაზე და ხშირად უფიქრია, რომ მასში მართლაა ჩამალული რაღაც შერლოკ ჰოლმსისეული, ეს თამაში საშუალებას მოგცემთ ცოტა ხნით თქვენც მიბაძოთ შერლოკს. ჩადენილია მკვლელობა, არის ეჭვმიტანილთა წრე, დანაშაულის სავარაუდო იარაღები და უამრავი ოთახი. თქვენი მიზანია გამოიძიოთ: ვინ, სად და რით ჩაიდინა დანაშაული. ყოველ პარტიაში თქვენ გელოდებათ ახალი პასუხები...
შეგიძლია სწრაფად ფიქრი დაძაბულ ვითარებაში? ამ სახალისო თამაშში სხარტად უნდა იაზროვნო, სწორი პასუხი სწრაფად მოიფიქრო და მოწინააღმდეგეს ცხელი კარტოფილი გადაუგდო, მოიშორე კარტოფილი, სანამ დრო გაქვს, თორემ ხელები დაგეწვება, სწრაფად უპასუხე შეკითხვებს, კარგად დაუმიზნე კარტოფილი, თავადაც არ დაგივარდეს და ეცადე, რომ დაფის ძირში არ აღმოჩნდე.
#მოდიპეპელაში
#მოდიერთადვითამაშოთ