31 წლის თამთა ბერბიჭაშვილს მწვავე მიელობლასტური ლეიკემია დაუდგინდა. მისი სიცოცხლის გადასარჩენად საზოგადოების მხარდაჭერაა საჭირო. თუ როგორია ახალგაზრდა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორ ებრძვის უმძიმეს დაავადებას, ამის შესახებ თამთას და, ნინი ბერბიჭაშვილი გვესაურება:
- დიაგნოზის შესახებ პირველ ივნისს გავიგეთ. ერთი კვირის წინ რაღაც ვირუსივით ჰქონდა, მერე თითქოს გაურა, მაგრამ დაუტოვა დაბალი სიცხეები და დაღლილობას გრძნობდა. თავიდან ფილტვების ანთება ეგონა და ექიმთან წავიდა, მათ კი სისხლის ანალიზი მოთხოვეს. ანალიზის დატოვებიდან დაახლოებით ორს საათში დაურეკეს, სამსახურში იყო, უთხრეს, თუ შეგიძლიათ თქვენ თვითონ ამორძანდითო. ლაბაროტორიაში ხელახლა გადაამოწმეს ანალიზები და ლეიკოციტები დიდი რაოდენობა აღმოაჩნდა. ექიმებს გაუკვირდატ ფეხზე საერთოდ როგორ დადიოდა. აქამდე თამტას ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია, იშვიატდ გრძნობდა სისუსტეს. სულ ეს იყო.
- თავიდან, რა თქმა უნდა, ყველასთვის სტრესული იყო ამ ამბის გაგება, მით უმეტეს თამთასთვის. თუმცა მან რა ძალაც და მხნეობაც გამოიჩინა, ენით ვერ გადმოვცემ. ძალიან ბევრი ვერ შეინარჩუნებდა სიმხნევეს ასეთ დროს. რაც შეეხება ბავშვს, უკვირს, დედას ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავს, მან არ იცის, რატომ არის დედა ავად, უბრალოდ იცის, რომ მკურნალობა სჭირდება.
- თამთა თურქეთში მკურნალობს. პაციენტი არ გამოგვაყოლეს აქეთ საქართველოში, არ შეიძლებოდა მისთვის მოძრაობა, მგზავრობა დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. პირველ ჯერზე ჩემს დას სასწრაფო ქიმია დაუნიშნეს. მეორე ეტაპზეც ქიმიოთერაპიია დაგვჭირდა. ახლა ლეიკემიის მდგომარეობა ორგანიზმში სტაიულურია და არ პროგრესირებს, მაგრამ ძვლის ტვინის გადანერგვა დგას დღის წესრიგში და მკურნალობის მეორე ეტაპის დასასრულს გვეცოდინება, დაგვჭირდება თუ არა ძვლის ტვინის გადანერგვა.
- ცხადია, მკურნალობის კურსი სოლიდურ თანხებთან იქნება დაკავშირებული... სახელმწიფო გეხმარებათ რამით?
- ჯერჯერობით არაფერი მიგვიღია სახელმწიფო უწყებებიდან. ჯანდაცვაში 11 ივნისს შევიტანეთ დაფინანსებაზე განაცხადი და პასუხი ამ დრომდე არ მოგვსვლია. მეორე ეტაპის მკურნალობის თანხა გვაქვს შესატანი და სასწრაფოდ გვჭირდება 22 500 დოლარი.
თუ გაქვთ სურვილი, რომ დაეხმაროთ თამთას და მის 9 წლის ვაჟს - რომ მალე დაუბრუნდეს ჯანმრთელი დედიკო, იხელმძღვანელეთ ქვემოთ მითითებული რეკვიზიტებით:
GE65BG0000000736150100 მიმღები: თამთა ბერბიჭაშვილი
GE94TB7711636010100020 მიმღები: მარიამ ბერბიჭაშვილი