9 და 12 წლის გოგონებთან ინტიმური მიმოწერის გამო 30 წლის მამაკაცს პატიმრობა მიესაჯა - მშობლები

9 და 12 წლის გოგონებთან ინტიმური მიმოწერის გამო 30 წლის მამაკაცს პატიმრობა მიესაჯა

2019-07-20 10:58:32+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ, არასრულწლოვნებთან ინტიმური ხასიათის მიმოწერისთვის დაკავებულ 30 წლის მამაკაცს ექვსი წლის ვადით თავისუფლებით აღკვეთა მიუსაჯა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნებთან ინტიმური ხასიათის მიმოწერისთვის 1988 წელს დაბადებული ნ.კ. 13 იანვარს დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ფაქტზე გამოძიება ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობლის შეტყობინებისთანავე დაიწყო. სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ზრდასრული მამაკაცი, სოციალური ქსელის, "FACEBOOK"-ის გამოყენებით სისტემატიურად აიძულებდა არასრულწლოვნებს, მასთან ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონოდათ. ამ გზით მოიპოვებდა და ხელყოფდა არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, ასევე მათ პერსონალურ მონაცემებს. პოლიციამ პირის იდენტიფიცირება მოკლე დროში შეძლო და ის ბრალდებულის სტატუსით თბილისში დააკავა.

როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულს არაერთ მოზარდთან ქონდა ინტიმური ხასიათის მიმოწერა. სთხოვდა მათ ინტიმური ვიდეოების და ფოტოების გაგზავნას. უარის მიღებს შემთხვევაში კი ზიანის მიყენებით, ოჯახის წევრების ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდა.

არსებული ინფრმაციით, ორმა მშობელმა - 9 წლის და 12 წლის გოგონების დედებმა - აქტიურად ითანამშრომლა პოლიციასთან, დანარჩენის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, ან მშობლებმა უარი თქვეს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
9 წლის გოგონას დედის წერილი ჩვენს საიტზეც გამოქვეყნდა:
"ექვს საათიანი დაკითხვის და პოლიციაში ყურყუტის მერე ძალაგამოცლილი დავბრუნდი სახლში. ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა. გადავწყვიტე დავწერო, რათა ჩემი გამოცდილება სხვებისთვის მაგალითი იყო. ვერასოდეს ვიფიქრებდი მეც თუ დავდგებოდი ამ საფრთხის წინაშე. მწერს ლიზი ფეისბუქზე, რომ ვიღაც კაცი გადაეკიდა, ემესიჯება და ემუქრება. შევვარდი მის ფეისბუქზე და ვხედავ ბავშვს უწყობს დაკითხვას, სთხოვს, რომ (ჩემთვის გაურკვეველო) თამაშიდან მესენჯერში გადაინაცვლონ და იქ გააგრძელონ მიმოწერა. ეკითხება სად ცხოვრობს, მარტოა

თუ არა სახლში, ყავს თუ არა შეყვარებული, სად მიშაობს დედა. არიგებს, რომ ჩუმად ემესიჯოს, არავის უთხრას და მესიჯები წაშალოს. მას შემდეგ რაც ბავშვმა აღარ მიწერა, დაემუქრა რომ თუ არ მიწერდა მის ფოტოებს "სადღაც" ატვირთავდა. შოკში ჩავვარდი. მაშინვე განყოფილებაში წავედი. დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, ამიტომ აღიძრა საქმე. ვინაობა დადგინდა" - წერდა მშობელი რამდენიმე თვის წინ, როცა ამ ფაქტის შესახებ შიტყო.

იხილეთ წერილის სრული ვერსია

altროგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლი გახდა და როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში