ცოტა ხნის წინ ქეთა თოფურიამ წყნეთში თავისი სახლის მშენებლობა დაასრულა. ბოლო წლების განმავლობაში ის ყოველ ზაფხულს წყნეთში ჩამოდიოდა და მისი ქალიშვილი ოლივია იქ ატარებდა ძირითად დროს. როგორც ჩანს, ქეთას და ოლივიას ისე მოეწონათ წყნეთი, იქვე გადაწყვიტა საზაფხულო სახლის აშენება და სისრულეშიც მოიყვანა ჩანაფიქრი.
სწორედ აქ გადაუხადა ქეთამ ოლივიას დაბადების დღე, რომელსაც მისი ყოფილი ქმარი ლევ გეიხმანიც ესწრებოდა. ახალ სახლში გადაღებული ფოტოები კი თავადაც გამოაქვეყნა ინსტაგრამზე და პროდიუსერმა ნატო დუმბაძემაც.
ქეთას ძირითადი საცხოვრებელი კი მოსკოვშია. აქამდე მას შედარებით მუქ ფერებში გადაწყვეტილი სახლი
ჰქონდა მოსკოვის ცენტრში. 100 კვადრატული მეტრი ბინის დიზაინი ცნობილ ქართველ დიზაინერს ლელა ქავთარაძეს ეკუთვნის, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს და იქვე აქვს თავისი სტუდია. იხილეთ ქეთას ძველი აპარტამენტებისა და ახალი ბინის ფოტოები