რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა უსიამოვნო შემთხვევის შესახებ დაწერა, რომელიც მას და მის მეუღლეს შეემთხვათ. ინფორმაცია ბრიტანულ გაზეთში გამოქვეყნდა. ისინი ქორწილში კოლეგასთან იყვნენ. წყვილმა სტუმრებს წინასწარ სასურველი ნივთების სია გადასცა, რომლის შეძენაც ინტერნეტ-მაღაზია ამაზონიდან შეეძლოთ.
ცოლ-ქმარს საქორწილო საჩუქრების ყიდვა 70 ფუნტი დაუჯდა. დათქმულ დღეს ქორწილში მივიდნენ და აღმოაჩინეს, რომ შეფუთული საჩუქრით იქ მათ გარდა არავინ იყო.
"საღამოს დასასრულს მივხვდი, რომ ჩვენს გარდა მათთვის საჩუქარი არავის უყიდია. ჩემი მეუღლე ამაზე მხოლოდ იცინოდა, მეორე დღეს კი ახალდაქორწინებულებისაგან წერილი მივიღეთ: ,"მადლობა, რომ მოხვედით და ასევე, მადლობა საჩუქრისთვის. მაგრამ, ჩვენ ბოლო წამს შევცვალეთ გადაწყვეტილება და სტუმრებს ვთხოვეთ, საჩუქრების ნაცვლად, რომელიც გამოგზავნილ სიაში იყო მითითებული, ფული ეჩუქებინათ, რომ თაფლობისთვისთვის გამოვიყენოთ. ვერ შეძლებთ საჩუქრის მაღაზიაში დაბრუნებას და მის ნაცვლად ფულის ჩუქებას?"
ამ წერილმა წყვილი შოკში ჩააგდო. ეს მათ ცუდ ჟესტად ჩათვალეს.
"გადაწყვეტილება ჩემს ქმარს მივანდე, მე ხომ ერთხელ მყავდა ნანახი ეს წყვილი"- წერს პოსტის ავტორი და სოციალურ ქსელში მომხმარებლებს საკუთარი აზრის გაზიარებისკენ მოუწოდებს.
"აუცილებელია, საჩუქარი დავაბრუნოთ თუ დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის? ან ასეთი ფორმით წერილის მიწერა, როგორი თხოვნაა?!"- წერს განაწყენებული ქალი.
მისმა პოსტმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და ადამიანებს შორის დებატები გამოიწვია.
"ჩემი აზრით, ეს უკვე სითავხედეა. როგორ შეიძლება, საჩუქრის უკან დაბრუნება ითხოვო? არ ვარ წინააღმდეგი, რომ ახალგაზრდა წყვილმა საჩუქრის ნაცვლად ფული ითხოვოს თაფლობისთვის გასატარებლად, მაგრამ უკვე ნაყიდი საჩუქრის უკან დაბრუნება ზედმეტია. შოკში ვარ..."
"მე რომ თქვენს ადგილზე ვიყო, საჩუქარს დავიბრუნებდი და ახალგაზრდებს იმაზე ნაკლებ ფულს გავუგზავნიდი, რაც ეს ნივთი ღირს. თუ მოგწონთ, საჩუქარი თქვენთვისაც შეგიძლიათ დაიტოვოთ!"- წერენ კომენტარებში.
სხვა მომხმარებლების აზრით, ქალის მეუღლემ კოლეგას მსგავსი შინაარსის წერილი უნდა გაუგზავნოს: "მადლობა, რომ მოგვიწვიეთ ქორწილში. ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენი საჩუქარი არ მოგეწონათ, მით უფრო, რომ ის იმ სიიდან იყო, რაც წინასწარ გამოგვიგზავნეთ. სამწუხაროდ, საჩუქრის უკან დასაბრუნებლად დრო არ გვაქვს. მაგრამ, თუ თქვენ ნაღდი ფული გჭირდებათ, მისი გადმოცემა მხოლოდ ნივთის eBay-ზე (ინტერნეტაუქციონზე) გაყიდვის შემდეგ შეგვიძლია. შევხვდებით სამსახურში!"