ამერიკელმა კაილ მაიერსმა, სანამ დაფეხმძიმდებოდა, მანამდე გადაწყვიტა, რომ მისი მომავალი შვილი ნეიტრალური სქესის იქნებოდა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც იუტას შტატის უნივერსიტეტში გენდერის ფასიქოლოგია შეისწავლა. მისი რწმენით, გენდერი არის სოციალური კონსტრუქცია, რომელსაც საზოგადოება დაბადებიდანვე ახვევს თავს ბავშვებს. "რა თქმა უნდა, არსებობს სქესის ბიოლოგიური სხვადასხვაობა. მაგრამ როდესაც უფრო ღრმად შეისწავლი, გაიგებ, რომ ის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის კონსტრუქტი, რასაც სოციუმი ახვევს თავს საზოგადოებას", - ამბობს კაილი.
როდესაც ორი წლის წინ კეილი და მისი პარტნიორი მშობლები გახდნენ, ისინი კატეგორიულები იყვნენ თავიანთ გადაწყვეტილებაში გაეზარდათ ბავშვი, რომელზეც არ იქნებოდა აქცენტირებული ამა თუ იმ სქესის კუთვნილებები. ბავშვი უნდა ყოფილიყო გენდერულად ნეიტრალური. მშობლები ურჩევენ ნეიტრალურ სამოსს, არ ზღუდავენ სათამაშოების შერჩევაში, ფერებში. არ აკეთებენ აქცენტს, რა უხდება გოგოს და რა - ბიჭს.
გარდა ამისა, ბებია-პაპას აკრძალული აქვთ ბავშვის ბანაობა, გამოცვლა. ირგვლივ არავინ (ბებია-პაპამაც) არ იციან პატარას სქესი. "ეს რა თქმა უნდა გარკვეულ სირთულეეთან არის დაკავშირებული, რადგან უახლოეს ადამიანებს არ ეძლევათ საშუალება ჩართული იყონ ბავშვის მოვლაში, მაგრამ ვთვლით, რომ ეს მხოლოდ დაეხმარება ზუმის", - ამბობს კაილი.
წყვილი ფიქრობს, რომ გაცილებით დიდი სირთულეები ერთი-ორი წლის შემდეგ დაიწყება, როდესაც ბავშვი იდენტიფიცირებას მოახდენს თავისი სქესისა. მაგრამ იმედი აქვთ, რომ მანამდე ჩადებული აღზრდის საფუძველი დაეხმარება ზუმის ჯერ თავი იგრძნოს ადამიანად და მხოლოდ ამის შემდეგ გოგოდ ან ბიჭად.
რასაკვირველია, აღზრდის ამ მეთოდს, რომელსაც ბევრი მსოფლიო ვარსკვლავიც მისდევს ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს და კაილისაც ხშირად სწერენ სოციალურ ქსელში, რომ დიდ შეცდომას სჩადის ბავშვთან, თუმცა მან ასე გადაწყვიტა და მშობლების არჩევანში ვერავინ ერევა.