"ცეკვა არავის უსწავლებია, ერთხელ შეხედავს ვიდეოს და იმეორებს" - 4 წლის ბიჭის ცეკვამ ათასობით ადამიანი აღაფრთოვანა - მშობლები

"ცეკვა არავის უსწავლებია, ერთხელ შეხედავს ვიდეოს და იმეორებს" - 4 წლის ბიჭის ცეკვამ ათასობით ადამიანი აღაფრთოვანა

2019-07-23 08:50:56+04:00

ბოლო რამდენიმე საათია სოციალური ქსელის ათასობით მომხმარებელი პატარა ბიჭის ქართული ცეკვების პოპურს აღფრთოვანებული აზიარებს. 4 წლის ბიჭუნა ვაჟკაცური შემართებით ცეკვავს და ეტყობა, რომ ამაში მთელ სულსა და გულს დებს.

ეს ბიჭი დემეტრე გვირჯიშვილია, რომელიც ახალციხეში ცხოვრობს და ახლახან გახდა 4 წლის.

mshoblebi.ge პატარა მოცეკვავის მამას, გიორგი გვირჯიშვილს ესაუბრა.

- ძალიან ადრეული ასაკიდან გამოავლინა ცეკვის ნიჭი, ახალი ფეხადგმული იყო, ცეკვა რომ დაიწყო.

არ უსწავლებია არავის. ყველა ილეთი ტავად ისწავლა. ვიდეოს შეხედავს ერთხელ და იმეორებს. სულ ცეკვავს, დადის თუ ზის, სულ ხელ-ფეხის ქნევით აკეთებს ყველაფერს.

- ცეკვაზე მიყვანას არ გეგმავთ?

- ქორეოგრაფებმა ბევრჯერ შემოგვთავაზეს, მაგრამ ასაკის გამო შევიკავეთ თავი, შეგვეცოდა. მალე შევიყვანთ, სექტემბრუდან.

- ოჯახში ცეკვავს ვინმე?

- მეუღლის ძმა და მამიდაშვილი ქორეოგრაფები არიან. მეუღლეც კარგად ცეკვავს, გენეტიკა შეიძლება ხელს უწყობს, მაგრამ მათგან არაფერი უსწავლია... რომ ვასწავლოთ, დემეტრე ასე გააკეთე ილეთიო, გვეტყვის, თქვენ არ იცით ცეკვა და ნუ მასწავლითო

- და-ძმა ჰყავს დემეტრეს?

- ჯერ არა, ძმას ელოდება ერთ კვირაში...

altვინ არის 7 წლის ბიჭი, რომლის ცეკვამ სოციალური ქსელი აღაფრთოვანა და რას ამბობს მისი პედაგოგი