ლაგოდეხის ყვითელი საზამთრო უკვე დახლებზე გამოჩნდა: "ნაკლები კურკა აქვს და სასუქის გარეშე მოდის" - მშობლები

ლაგოდეხის ყვითელი საზამთრო უკვე დახლებზე გამოჩნდა: "ნაკლები კურკა აქვს და სასუქის გარეშე მოდის"

2019-07-24 07:18:21+04:00

პროდუქტს ლაგოდეხში, კერძოდ, სოფელ ლელიანში დავით ჭუმბურიძე აწარმოებს და მისი ღირებულება 3 ლარია (1 კგ). როგორც ყვითელი საზამთროს მწარმოებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტი ძალიან მოთხოვნადია, სამომავლოდ წარმოებას აუცილებლად გაზრდის.

დავით ჭუმბურიძის ინფორმაცით, ის ამ ეტაპზე ერთადერთი მწარმოებელია, რომელმაც პროდუქტი ქართულ ბაზარში შეიტანა და უკვე რამდენიმე მაღაზიასაც ამარაგებს.

mshoblebi

ცნობისთვის, ყვითელი საზამთრო გარეგნულად ისეთივეა, როგორ წითელი, შიგნით კი ღია ყვითელი ფერისაა. ამასთან, პროდუქტი გაცილებით ნაკლებ კურკას შეიცავს, ვიდრე წითელი ფერის საზამთრო.

როგორც ცნობილია, ზაფხულობით იგი ესპანეთში მოჰყავთ, ხოლო ზამთარში ტაილანდში. ამასთან, საზამთროს შეჯვარებული ჯიშები რუსეთში და უკრაინაშიც გვხვდება.

"პროდუქტი ძალიან მოთხოვნადია. ტურისტები პირდაპირ მოდიან და ყიდულობენ, ქართველებში უფრო გაკვირვებას იწვევს, მაგრამ ინტერესის გამო მაინც ყიდულობენ. სხვათაშორის, ძალიან გემრიელია და რაც მთავრია, სასუქის გარეშე მოდის",-აცხადებს დავით ჭუმბურიძე.

წაიკითხეთ ვრცლად

alt"საზამთრო და ნესვი მავნე ნივთიერებებს მიწიდან ღრუბელივით ისრუტავს" - ქართული საზამთროსა და ნესვის კვლევის შედეგები

alt8 ნიშანი, რომლითაც ტკბილ საზამთროს გარეგნულად იცნობთ

altსაზამთრო ბავშვის მენიუში – ვისთვის შეიძლება და ვისთვის – არა