ბებია-ბაბუების შვილიშვილებისადმი სიყვარული განსაკუთრებული გრძნობაა, რომელსაც ზუსტად ვერ აღწერ. მათ ყოველთვის თბილი და გამორჩეული დამოკიდებულება აქვთ. ეს სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ მზად არიან ყველაფერი დათმონ შვილიშვილებისთვის, გაატარონ ბევრი დრო მათთან და აგრძნობინონ სიყვარული დაწყებული ნივთების მოქსოვით, დამთავრებული მათთან ერთად თამაშით.
შეიძლება, ბებიის ნაჩუქარი მსგავსი ნივთი როდისმე დაგავიწყდეს?
ბებიამ შვილიშვილის ნახატის მიხედვით შეკერა მისი საოცნებო კაბა.
ამ პატარა ბიჭს ნამდვილად გაუმართლა ბებიაში.
,,ეს ჩემი შვილიშვილია და ის დაქორწინებული არ არის!“
ბაბუა შვილიშვილთან ერთად ამერიკულ მთებზე სრიალებს. როგორც ჩანს, ორივეს ძალიან მოსწონს!
ბაბუ ნებისმიერ დროს გეხმარებათ!
რა საყვარელი წყვილია! ერთი - 684 თვის, მეორე კი - 9 თვის.
ბებოს შეიძლება ცუდი მხედველობა ჰქონდეს, მაგრამ მას არასდროს ავიწყდება შვილიშვილისთვის საშობაოდ წინდების მოქსოვა.
ბებიას შვილიშვილმა უთხრა, რომ 10 ნივთი უნდოდა საშობაოდ მაღაზიიდან, ყველაფერი 1 დოლარის ფარგლებში. შედეგი თავად ნახეთ! არ ღირს მსგავს თემაზე მათთან ხუმრობა!
მადლობა ბებიას! ასე ჩემი მანქანა უკეთესად გამოიყურება...
თანამედროვე ბებია, რომელიც შვილიშვილს თამაშში არ ჩამორჩება. საინტერესოა, ვინ გაიმარჯვებს?
ბებიამ შვილიშვილს საყვარელი თამაშის პერსონაჟებით პლედი მოუქსოვა. ესაა ნამდვილი სიყვარული!
,,ბებია უკვე მულტფილმის მესამე ნაწილს ამთავრებს. ახლა ჩემი ჯერია.“
თაობებს შორის კარგი ურთიერთობა - ყოველთვის მშვენიერი და სასიამოვნი სანახავია. სხვათა შორის, მეცნიერები ამბობენ, რომ ის ბებია-ბაბუები, რომლებიც შვილიშვილებს ზრდიან, 10 წლით უფრო დიდხანს ცოცხლობენ.
მაგრამ, მხოლოდ ბებიები და ბაბუები არ ზრუნავენ შვილიშვილებზე. გაივლის დრო და ამ მზრუნველობასა და სიყვარულს უკვე გაზრდილები შვილიშვილებიც უკან უბრუნებენ მათ.